in

სახლში დამზადებული ვულკანური ლავა

ვულკანოლოგებმა ინგო სონდერმა და ენდრიუ ჰარპანდმა ვულკანის სიმულირება გადაწყვიტეს. ამგვარად, მათ სურდათ გაეგოთ, რატომ მოყვება მასიური აფეთქება ვულკანური ლავისა და წყლის შერწყმას. მათი დაკვირვებით, შესაძლებელია, რომ ვულკანის ამოფრქვევას საერთოდაც არ ახლდეს აფეთქებები და რაღაც დონეზე, უსაფრთხო მანძილზე მიახლოებაც იყოს შესაძლებელი. ამ მიზნით, მათ დაიწყეს ღუმელის შენება, რომელიც 1300 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდებოდა. ექსპერიმენტისთვის, მეცნიერებმა ვულკანური ლოდების დადნობა განიზრახეს. დნობის პროცესს ოთხი საათი დასჭირდა. პროცესში მილებისა დიდი შპრიცების საშუალებით, წყალი ლავას უნდა შეერთებოდა. წყლის გათავისუფლებასთან ერთად, დიდი უროს საშუალებით, ხელოვნური მიწისძვრა უნდა გამოეწვიათ, რაც ლავას ამოხეთქვის მიზეზი ხდებოდა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SeekerMedia/videos/581026572374883/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]~

Facebook, არჩევნებისთვის, “War Room“-ს ქმნის 

Apple-ის კამპანია ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად