Homemarket იმისთვის შეიქმნა, რომ მომხმარებლებს პროდუქტების ყიდვის პროცესი გაუმარტივოს.
პატენტით დაცული იდეა განხორციელებულია და შემდეგნაირად მუშაობს: მოწყობილობა თქვენს მაცივარზე მაგრდება, რაც საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად, ყველაფერი იყიდოთ და შეძენილი პროდუქცია უკონტაქტოდ, 45 წუთის განმავლობაში მიიღოთ.
Homemarket-ის შეძენის შემდეგ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ სუპერმაკეტში მგზავრობა, მძიმე ჩანთების ტარება, დროის ხარჯვა საცობებში, რადგან უმარტივესად უკვეთავთ როგორც ყოველდღიურ საყიდლებს, ისე – მთელი კვირის მარაგს, სახლის მოვლის საშუალებებს, საკვებს, სასუსნავს შვილებისთვის თუ სუფრას უეცრად მოსული სტუმრებისთვის. ამჟამად, სერვისი ჩართულია მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს რაიონების ტერიტორიულ ერთეულებზე, – ვკითხულობთ Homemarket-ის ვებგვერდზე.
მოწყობილობაში ინტეგრირებულია მხოლოდ Homemarket-ის აპლიკაცია, რომელიც ქართულ ენაზე მუშაობს. მაღაზიის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია საბანკო ბარათით, რომელიც დამახსოვრებულია აპლიკაციაში ან შიდა ლიმიტით, რომელიც შესაძლებელია, დარიცხოთ იმ შემთხვევისთვის, თუ აპლიკაციას ოჯახის სხვა წევრი გამოიყენებს.
Homemarket-ის აბონენტებს ემსახურება სპეციალური სკუტერები, რომელსაც შეუძლია 80 კგ-მდე და 100 ლიტრის მოცულობის ტვირთის სწრაფი ტრანსპორტირება. კურიერის აპლიკაცია, სადაც წინასწარ გენერირდება მომხმარებლის მონაცემები, დაზუსტებულია სახლის კარის ფოტოს დონეზე, ამიტომ კურიერი, დარეკვის გარეშე, 45 წუთის განმავლობაში მოგართმევთ შეძენილ პროდუქციას.