27
Apr
2017

„ჰოუმმარტის“ გარე ფასადი, სავაჭრო ცენტრის კონცეფციით

27 Apr 2017

ი.ჭავჭავაძის გამზ. N37ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტის“ გარე ფასადზე, გია ბუღაძის მიერ შესრულებული ნამუშევარია, რომელიც ფრაგმენტებით არის შეკრული და სავაჭრო ცენტრის კონცეფციას ასახავს. შებინდებისას, ნამუშევარი განსაკუთრებით კარგად ნათდება და რთულია, სავაჭრო ცენტრის წინ გამვლელს, შეუმჩნეველი დარჩეს. ნახატის ყოველი ფრაგმენტი ნათლად ასახავს იმ ნივთების ხასიათს, რომელთა შეძენაც სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზეა შესაძლებელი.

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ საოჯახო ნივთების, დეკორაციების, ჭურჭლის, აქსესუარების, სამკაულის, თეთრეულის, სათამაშოების, ტექნიკისა და სხვა საოჯახო ტიპის ბრენდებს/მაღაზიებს აერთიანებს. „ჰოუმმარტში“ შეგიძლიათ, ნახოთ: English Home, Super Home, Super Toys. Super, Creative Home, Bohemia, Smart Phone Service, Game Zone, მეგატექნიკა, პენტი, Pavone, Alhambra Bracelets, Ax Se Si, Musera, Aura Shop, Aurelka, Linzebi.ge, Iveri, Knit decor, M&M, საფულეებისა და ჩანთების დახლები. შეძენილი საჩუქრები შეგიძლიათ, შეფუთოთ Mari’s wrapping-ში და ასევე, სავარჯიშოდ დარჩეთ Aspria-ში.

გვესტუმრეთ სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტში“ – „ყველაფერი სახლისთვის!“

[R]

განხილვა