in

სავაჭრო ცენტრ “ჰოუმმარტში” ყავისა და ჩაის ფესტივალი ჩატარდება

სავაჭრო ცენტრ “ჰოუმმარტის” ორგანიზატორობით ყავისა და ჩაის ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება და მომხმარებლის დიდ ინტერესს იწვევს.  წელს, ფესტივალი 1 და 2 ოქტომბერს ” 14:00-დან 21:00 საათამდე “ჰოუმმარტში” გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  საქართველოს ბაზარზე არსებულ ყავისა და ჩაის  როგორც ქართული, ასევე უცხოურ ბრენდები.

პროდუქციის  გამოფენა-გაყიდვასთან ერთად,  მონაწილეები მოაწყობენ სადეგუსტაციო დახლებს, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

homemart

ყავის და ჩაის ჯადოსნური სურნელის სამყაროში სტუმრებს უმასპინძლებენ პერსონაჟები ზღაპრიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ფესტივალს კი მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „The Five”.

Gif.Me სტუმრებს შესთავაზებს სამახსოვრო ვიდეოებს, ასევე ფოტოგადაღებებს ბრენდ-ბანერთან და მრავალ სხვა საინტერესო გასართობს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჰოუმმარტის FB გვერდს – Homemart/ჰოუმმარტი

ჰოუმმარტი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზ. N37ლ -ში (ვაკის ეკლესიის გვერდით, სმარტის მეორე სართულზე).

Etam 100 წლისაა – ქალის თეთრეულის ფრანგული ბრენდი

შეღებე ქვეყანა ვარდისფრად – ლიბერთი ბანკისა და AVON-ის ერთობლივი კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ