in

სავაჭრო ცენტრმა – „ჰოუმმარტი“ – უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელი პუნქტი გახსნა

ჭავჭავაძის 37-ში მდებარე სავაჭრო ცენტრმა „ჰოუმმარტმა“ უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური ფართი გამოყო, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჰუმანიტარული დახმარების შემგროვებელი პუნქტი სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე არის გახსნილი.
შესაძლებელია შემდეგი სახის ნივთებისა და პროდუქციის ჩაბარება:

-ქალის/მამაკაცის/ბავშვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
-პერსონალური ჰიგიენის ნივთები
-მედიკამენტები
-საკვები, რომელიც ინახება ოთახის ტემპერატურაზე და აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა
-ბავშვთა კვება
-სათამაშოები და სხვ.


რაოდენობა შეზღუდული არ არის. კომპანიაში აცხადებენ, რომ გასაგები მიზეზების გამო, სასურველია არ იყოს მოცული რუსული წარმოების პროდუქტი.
დონაციაში ჩაერთვებიან როგორც თავად ჰოუმმარტის თანამშრომლები, ასევე სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

[პარტნიორის კონტენტი]

პროგრამატიკული რეკლამირება – ახალი კურსი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით

პირველი თვითმფრინავი ისტორიაში — ავიაციის ეპოქის დასაწყისი