in

ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორი ყველა მოწყობილობას 7 დღის სამყოფ ენერგიას მიაწვდის

მოწყობილობა პორტატულია და მისი ნებისმიერ ადგილას წაღება შეგიძლიათ

ყველას არ აქვს ტონი სტარკის მსგავსი რკალური ელექტრული რეაქტორი… როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ზოგიერთ ჩვენგანს ნაწილობრივ დამუხტული “დენის ბანკი” აქვს, რათა მობილური ტელეფონის მუშაობა რამდენიმე საათით გაახანგრძლივოს. თუმცა Generark იმედოვნებს, რომ თავისი გლუვი, პორტატული და სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორით, ამ რეალობას შეცვლის. როგორც ამბობენ, მოწყობილობა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგიის შენარჩუნებას მთელი კვირის განმავლობაში შეძლებს.

Generark HomePower 2 ზომით თუ ფორმით ჰაერის გამწმენდს ჰგავს და მას 2060Wh ტევადობა გააჩნია. რაც მთავარია, მოწყობილობა პორტატულია და მისი ნებისმიერ ადგილას წაღება შეგიძლიათ. მისმა მარტივმა. ფუნქციონალურმა დიზაინმა Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ვოზნიაკის მოწონებაც კი დაიმსახურა!

სარეზერვო კვების ელემენტი ბევრად იაფი და ნაკლებად ხმაურიანია, ვიდრე გაზზე მომუშავე გენერატორები. Generark HomePower 2-ს ელექტროძრავის კლასის მაღალი ხარისხის ლითიუმ-იონის NMC აკუმულატორი მოჰყვება, რომელიც მთელი თქვენი სახლის ტექნიკის ენერგიით მომარაგებაში დაგეხმარებათ.

საგულისხმოა, რომ მისი დამუხტვა მზის პანელებითაც შეგიძლიათ, ისევე, როგორც “ტრადიციული” გენერატორის მეშვეობით. სრულად დამუხტვის შემდეგ HomePower 2-ს შეუძლია, ენერგია მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს. ასე რომ მოწყობილობის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება ძალიან ადვილია.

ამ ეტაპზე HomePower 2 1566Wh და Plus 2060Wh სიმძლავრით გამოდის. ორივე მათგანი ერთი და იგივე საშუალებებითაა აღჭურვილი – მაგალითად, გენერატორს ბატარეის მართვის შიდა სისტემა აქვს, რომელიც მის გამოყენებას უზრუნველყოფს. ასევე, მას აქვს უსაფრთხოების პროტოკოლები, რომლებიც ზედმეტი დამუხტვისგან გიცავთ, რათა ზემდეტად არ გადაიტვირთოს ან მოკლე ჩართვის დროს არ დაზიანდეს.

„ვოლტი“ უკვე რუსთავშია!

6 ივლისს, თბილისის ჯაზ-ფესტივალი იწყება