„სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია” – რა დგას ამ იდეის მიღმა?
უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებელს უამრავი დაპირება ხვდება: „ბედნიერი ცხოვრება”, „სითბო”, „შინაური სივრცე”…
ბოლო წლების დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოებულმა კომუნიკაციამ კიდევ უფრო გაამრავლა ემოციური ფრაზები, მაგრამ სად ხვდება ერთმანეთს ემოციური დაპირება და „ძალაში მყოფი“ სიტყვები?
რეალურ შესრულებაში?
„ჰოუმერის” დაპირება ისეთი სახლის შექმნაა, რომელიც საათივით მუშაობს: გამართული სისტემებით, დროში მდგრადი კონსტრუქციითა და ცხოვრებისათვის მიმზიდველი ყოველდღიური გამოცდილებით.
აქ სიტყვა „ყველაფერი მუშაობს“ ფრაზა კი არა – ბრენდის სისტემური დაპირებაა.
ეს არის სიტყვის მიღმა მდგომი არქიტექტურული, ინჟინრული და დეველოპერული პასუხისმგებლობა, რომელსაც კარგად გრძნობ მაშინ, როცა აქ ცხოვრებას იწყებ.
„ჰოუმერი“ ახალი სახელია, მაგრამ მის უკან „ძველი”, წლების გამოცდილების მქონე პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც ბაზარს ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ და ქმნიან პროექტებს, სადაც გათვალისწინებულია:
- სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები;
- დროში გამძლე საინჟინრო სისტემები;
- მაღალი ხარისხის მქონე სამშენებლო მასალები;
- მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა;
- ინკლუზიური, ადაპტირებული და ეკოლოგიური გარემო;
- წყლისა და ელექტროენერგიის უწყვეტი გარანტირებული მიწოდება;
- მომსახურების სერვისებისა და კომუნიკაციის ეფექტური მართვა;
- ადამიანის ცხოვრების სტილის მიხედვით მოწყობილ გეგმარებაზე მორგებული გარემო, რომელიც ცხოვრებას ავითარებს და ყოველდღიურობას „მუშაობის” მოტივაციას აძლევს.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის „ჰოუმერის სახლებში“ უდავო სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და სიმყუდროვეს, ბედნიერების საფუძველს, სადაც ცხოვრება შეუფერხებლად მუშაობს.
ამ სივრცეში სიყვარული მხოლოდ გრძნობად კი არა, მოქმედებად იქცევა; ოჯახი სივრცეს პოულობს, ბავშვების დაპირებები სრულდება; ყოველდღიურობა შემთხვევითობა კი არა, ზრუნვის, სიყვარულის, მოქმედების მუშაობის შედეგია.
აი, ამ „მუშაობით შექმნილ ჯადოსნურ სახლში“ შედის პატარა გოგონა, რომელსაც თავის საათივით აწყობილ სახლში დედა და მამა ხვდებიან.
ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სცენა: ეს არის ყოველდღიურობა, რომელიც აწყობილია, ჩართულია და მუშაობს.
ჰოუმერი – სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია.
[პარტნიორის კონტენტი]












