in

Honda Baiku – ერთბორბლიანი მოტიციკლი, როგორც ტრანსპორტის მომავალი

იგი გიროსკოპს და აქსელერომეტრის სენსორებს იყენებს

Honda Baiku ფუტურისტული მანქანის კონცეფციაა, რომელსაც ტრანსპორტირების ახალ ეტაპზე ავყავართ. ვალენსიაში მოღვაწე დიზაინერის, ნაჩო ალფონსოს მიერ შექმნილი ერთბორბლიანი მოტოციკლი ახალი ელექტრომოძრაობის ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. ახალი მოდელი კი ამ ბაზარს ახალ თაობაზე გათვლილ მაღალი ხარისხის სეგმენტს ავითარებს.

მოტოციკლს ელექტრო სკუტერის ფორმა აქვს. იგი გიროსკოპს და აქსელერომეტრის სენსორებს იყენებს, რაც ერთ ბორბალზე ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოტოციკლი აღჭურვილია მოძრავი ბრტყელი სავარძლით – მისი მოთავსება “ჩარჩოში” შეგიძლიათ, როდესაც არ იყენებთ.

გარდა ამისა, მოტოციკლის წინა ნაწილი მასიურ LED განათებას მოიცავს, რაც ღამით გასეირნებისას მკაფიო ხილვადობას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ეკრანზე ნაჩვენებია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა სიჩქარე, ტემპერატურა, ნავიგაცია. ეკრანის ქვედა ნაწილი კი სმარტფონის მეშვეობით, დისტანციურ კონტროლს უზრუნველყოფს.

ITCraft, როგორც ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გარანტი – ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ გიორგი მიქაცაძესთან

ZigZag: „კლიენტისა და სააგენტოს საუკეთესო ნაწილები გავაერთიანეთ“