ჰონდასთვის მოგზაურობა სულაც არ ეხება დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ლოდინს და სწორედ ეს გზავნილი გაგვიზიარა პარიზის აეროპორტში გადაღებულ შავ-თეთრ კამპანიაში. მოგზაურებს, რომლებიც მთელი ზაფხული დიდ რიგებში დგანან, აეროპორტებში სძინავთ და გადაჭედილ ტერმინალებთან ატარებენ დროს, შეახსენებს, რომ საქმე A-დან B წერტილამდე მისვლას სულაც არ ეხება. ამ ამბავში კი Bored Cam დაიხმარა — აეროპორტში მომლოდინე მოწყენილ მოგზაურებს ფოტოები გადაუღო და ბილბორდებზე განათავსა. ასე კი ირიბად უთხრა მათ, რომ
დრო, რომელსაც აეროპორტის რიგებში ატარებენ, ახალ თავგადასავლებსა და მოტოციკლეტით მოგზაურობას შეუძლია, დაუთმონ:
კამპანიაზე DDB Paris-მა იმუშავა.













