in

Honda თავის „სამუდამოდ განსაზღვრულ“ მომავალზე საუბრობს

Honda თავის 70-წლიან ისტორიას მძღოლის სავარძლიდან გვაჩვენებს — იმას, თუ როგორი იყო წარსულში, როგორია ახლა და როგორი შეიძლება იყოს მომავალში. Forever determined-ის რეკლამაში იაპონური ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის წინაშე არსებულ ბარიერებსაც კი იხსენებს და იმას, თუ როგორ გადალახეს იგი…

სიუჟეტი შავ-თეთრი კადრებით იწყება და ცოტა მერყევია, 1940-იან წლებში მოტოციკლეტის მძღოლის პერსპექტივას ასახავს, რასაც შემდეგი ხმაც მოჰყვება: როცა ჩვენ მოტოციკლების კომპანია ვიყავით, ისინი ამბობდნენ, რომ ეს კარგი იყო ქუჩებისთვის, თუმცა ამით რბოლას ვერასდროს მოვიგებდით.

შემდეგ კი Isle of Man TT-ს რბოლაზე Honda RC142 მოტოციკლს ვხედავთ. აქ ბრენდის ახალ მანქანას გვაჩვენებენ, იმისათვის, რომ დაგვიმტკიცონ, როგორ დაძლიეს ბარიერი: „თქვენ ვერ მოიგებთ ფორმულა 1-ს ჰიბრიდში.

Honda-ს Baja Ridgeline-ის კადრს კი ხმა თქვენ ვერასდროს გააკეთებთ სარბოლო მანქანას ახლავს თან. აქვე საუბარია სრულიად ელექტრო, ჰიბრიდულ-ელექტრო მანქანებსა და თვითმფრინავზეც კი, რომლის გამოშვებასაც კომპანია 2030 წლისთვის გეგმავს. რეკლამა კი მთავრდება წარწერით ოცნებების ძალა

საინტერესოა ისიც, რომ Forever Determined-ით კომპანია Origin of Everything-ის გაგრძელებას გვაჩვენებს, რათა Honda წარმოაჩინოს, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ბრენდი, რომელსაც მომავლისთვის დიდი გეგმები აქვს.

იმის გამო, რომ Honda ელექტრო მომავლისთვის ემზადება, გვინდა ჩვენი მომხმარებლების შემდეგ თაობას ვაჩვენოთ, როგორ შექმნა ბრენდის ღირებულებებმა ინოვაციური მობილური პროდუქტების სპექტრი. ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ და სწორედ ეს არის ჩვენი ახალი რეკლამის ბუნება — ამბობს ჯესიკა ლაუდერმილკი, მარკეტინგის მენეჯერი.

ხელოვნების ნიმუშები ნაყინს ჭამენ — Stavolta Gelato-ს დიზაინი

30 წლის შემდეგ ŠKODA-მ ლოგო და იდენტობა განაახლა