in

Honda-მ ლოგო განაახლა — როგორია მისი სიმბოლიკა?

Honda ახალი ეპოქისთვის ემზადება, რომელიც ბრენდისთვის ელექტროავტომობილებს უკავშირდება. ამ მიმართულების შესახებ CES 2024-ზე, ახალი ლოგოს წარდგენით, ნათლად ისაუბრეს. განახლებული ემბლემა ავტომწარმოებლის მიერ ელექტრო რევოლუციას აღნიშნავს…

BOG
BOG

1981 წელს ლოგოს ბოლო განახლების შემდეგ, H ნიშანი Honda-ს იდენტობის ნაწილად იქცა. თუმცა ბრენდი საავტომობილო სექტორში მიმდინარე ცვლილებების ტალღასაც აცნობიერებს. ამიტომაც, ვიზუალურად მისი ამჟამინდელი არჩევანი უფრო მდგრად მოდელებს შეესაბამება.

დახვეწილი დიზაინი მეტად თანამედროვე და მინიმალისტური განწყობის შესაბამისია. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი გადაწყვეტა ზუსტად შეესაბამება მომავალი სერიის ელექტრო მანქანებს — თხელს, მსუბუქსა და „ჭკვიანს“. ამავდროულად, ვიზუალი დინამიკურია, რაც ავტომწარმოებლის პროგრესსა და განვითარებად ხედვას მიანიშნებს. ვერტიკალური ხაზები გაშლილ ხელებსაც წააგავს — ამას კი მობილურობის შესაძლებლობების გაფართოებასა და მომხმარებელთა ცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილებას უკავშირებენ.

პროგრამა „ბალანსმა” მენეჯერებსა და ბიზნეს მფლობელებს ახალი აპლიკაცია ECHO წარუდგინა.

Cadbury 200 წლის იუბილეს ნოსტალგიური ვიდეორგოლით აღნიშნავს