Honda Moto France-ის ახალ კამპანიაზე, რომელიც სთორითელინგის მეთოდს მიჰყვება, DDB Paris-მა იმუშავა. ეს არის მარცხისა და წარმატების რბოლა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება — ბრენდის დამფუძნებელი სოიჩირო ჰონდაც ხომ იმას ამბობდა, რომ „წარუმატებლობა ერთადერთი გზაა იმის გასაგებად, როგორ არ უნდა ჩაფლავდე“. სწორედ ამ იდეას ეფუძნება მისი პროგრესის ხანგრძლივი გზა.
მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიამ 24 პოსტერი წარადგინა, შემდეგ კი ვიდეორგოლად აქცია. მასში მოთხრობილია, როგორ დაამზადეს მანქანის ზეთისგან მელანი, რაც რამდენიმეთვიან უნიკალურ ტესტირებას მოითხოვდა. ამას მოჰყვება იმ მარცხებსა და წარმატებებზე აქცენტირება, რომლებიც შეუქცევადი პროცესის ნაწილია.