in ,

ერთგული მომხმარებელი, როგორც გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტი! – Honda-ს უჩვეულო ექსპერიმენტი

შეიძლება კომპანიას ბევრი მაღალ კვალიფიცირებული და მოხერხებული გაყიდვების მენეჯერი ჰყავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათზე გაცილებით ეფექტურები უშუალოდ ბრენდის ერთგული მომხმარებლები არიან. Honda-მ ახალი კამპანია #HondaNextDoor სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით განახორციელა. ბრენდმა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანები იპოვნა, რომლებიც Honda-ს ავტომობილებს უბრალოდ მანქანებად არ აღიქვამენ, არამედ პატივს სცემენ მის ისტორიას, შემოქმედებას, აგროვებენ კომპანიის საინტერესო პროდუქციას და საკუთარ ავტოფარეხებში მცირე შოურუმებიც კი აქვთ მოწყობილი. კომპანიამ ეს პატარა ექსპოზიციების კუთხეები ნამდვილ ოფისებად აქცია და გაყიდვები იმ მომხმარებლებს მიანდო, რომლებმაც ყველაფერი იციან ბრენდის შესახებ, ამასთან გაყიდვების მენეჯერებზე უფრო დიდი მონდომებით შეასრულებენ საქმეს.

 

ბრიტანულ არხს მოშივდა! – Snickers-ის მეკობრული კამპანია

იაპონია ახალი მუსიკალური გენიოსების აღმოსაჩენად! – Red Bull-ის ფესტივალი