Honda წელს 65 წლის იუბილეს აღნიშნავს. იაპონურმა კომპანია სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-სთან ერთად Honda –ს მთელი ისტორია წარმოგვიდგინეს, რომელიც ერთ მინიმალისტურ, 2 წუთიან ვიდეოში მოაქცია.
Honda 1948 წელს დაარსდა და პირველი რაც გამოუშვეს ეს იყო ჭანჭიკი. კომპანიაშიც ცნობილი ფრაზა “პირველად იყო სიტყვა…” გადააკეთეს და ხუმრობენ “პირველად იყო ჭანჭიკი….”
ვიდეო რგოლს სიმბოლურად “ხელები” დაარქვეს. მარტივი სიმბოლო, რომელიც ყველას სწორედ ესმის, მიუხედავად იმისა თუ რა ენაზე ლაპარაკობთ და რომელი ქვეყნის წამომადგენელი ხართ. ” ხელები ” ანუ ენერგია. ეს ის ენერგიაა, რომელმაც Honda მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია გახადა.
რაც შეეხება ვიდეო რგოლს, რომელზეც Wieden + Kennedy-ს ლონდონის ფილიალმა იმუშავა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ავტო-რეკლამებში, როგორც იტყვიან ჭანჭიკიდან დაწყებული ყველაფერი მწყობრშია, თუმცა კომენტ-ბარში გამოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მონტაჟის დროს გაპარულ პატარა შეცდომაზე (ერთ-ერთ მონაკვეთში თეთრის ბალანსია არეული) რეკლამა დაიწუნეს. არ ღირს ყურადღების გამახვილება ასეთ უმნიშვნელო რამეზე, როდესაც წინ სწორად მოთხრობილი და სრულიად გასაგებად გადმოცემული რეკლამაა …
Honda – The power of a Dream
http://youtu.be/Dxy4n0UT82o














