3
აპრ
2018

აპლიკაცია მეექვსე გრძნობით – Honda-ს მრავალფუნქციური უსაფრთხო პროგრამა ქვეითებისთვის

3 აპრ 2018

veon
veon


სმარტფონი და უკვე თითქმის ყველგან ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცე, ქვეითების გადაადგილებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეკრანზე მობილიზებული მთელი ყურადღება, გარშემო სამყაროს და შემხვედრი დაბრკოლებების აღქმის საშუალებას აქვეითებს. სწორედ ამიტომ, Honda-მ გადაწყვიტა ქვეითების უსაფრთხოებაზეც ისე ეზრუნა, როგორც ამას თავისი ავტომობილების მფლობელებისთვის აკეთებს და სპეციალური აპლიკაცია შექმნა. კომპანიის ახალი პროგრამა ისეთივე პრინციპით მუშაობს, როგორც უშუალოდ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა. აპლიკაცია, რომელიც სმარტფონის ჩართვისას აქტიურდება, სენსორულად აღიქვამს შესაძლო საფრთხეს და ტელეფონის მფლობელს ხმოვანი სიგნალის დახმარებით წინასწარ აფრთხილებს.

 

განხილვა