Honda-მ ავტომობილის სავარძლიდან გაფართოებულ რეალობაში (XR) გადაინაცვლა და შექმნა სავარძელი, რომელიც ამ ახალ ციფრულ სამყაროში გაგვიძღვება. საუბარია UNI-ONE-ზე, რომელიც სპეციალურ ჰედსეტთან კოლაბორაციაში მუშაობს — მასზე მოკალათების შემდეგ, სწორედ ის იქცევა მომხმარებლის „ფეხებად“. მაგალითად, ჩაებმებიან სარბოლო თამაშში, ისრიალებენ ყინულზე და ა. შ.
შესაძლოა, ცოტა ჩახლართულად ჟღერდეს, მაგრამ მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, ვინაიდან სავარძელი ერთგვარი ინტუიციური დიზაინითაა შექმნილი. წინ გადახრა წინ წასვლის ტოლფასია, უკან გადახრა — გაჩერების; ხოლო სხეულის მასის რომელიმე მხარეს გადანაწილებით, შესაბამისი მიმართულებითაც წახვალთ. დამატებითი კონტროლისთვის ჯოისტიკიცაა ინტეგრირებული.
საგულისხმოა, რომ Honda-ს ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, აღნიშნული სავარძელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაცაა განკუთვნილი.