Honda-ს მეგასკუტერი Forza 750, ბაზრის დაპყრობის ამბიციური განაცხადით, 2020 წლის 20 დეკემბერს გამოჩნდა. მოდელის ბრწყინვალების სადემონსტრაციოდ, ბრენდმა მარტივი ექსტრემალური ექსპერიმენტი ჩაატარა. სააგენტო DDB Paris-თან თანამშრომლობით, Honda-მ Forza-ს შეჯიბრება სოციალური ქსელის გიგანტთან, Twitter-თან განიზრახა. Forza-ს მიზანი იყო, იმაზე ნაკლებ დროში გაევლო 100 მეტრი, ვიდრე 1 ტვიტის დაპოსტვას სჭირდებოდა. ექსპერიმენტი 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაატარეს. სასტარტო ხაზთან Twitter-ის პოსტი და Honda-ს მეგასკუტერი გაემზადა. Forza 750-მა 100 მეტრის დაფარვას 6.04 წამი მოანდომა, Twitter-ზე დაპოსტვას კი 6.59 წამი დასჭირდა.