Honda-მ თავისი ახალი Odyssey-სთვის ძალიან სახალისო, თანაც საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, სადაც უჩვეულო შედარებას აქვს ადგილი. ბრენდის 60წამიანი რგოლი ნამდვილი მაღალბიუჯეტიანი ფილმის მსგავსია. ვიზუალური ეფექტებიც, გრაფიკაც და ხმაც – ყველაფერი კარგად არის შესრულებული. სიუჟეტის მიხედვით, დანგრეულ ქალაქში ორი დიდი მონსტრი ერთი ავტობუსისთვის იბრძვის, მამაცი სამხედრო წყვილი კი მათ შეჩერებას ცდილობს. სწორედ, ამ დროს დგება ვიდეოს კულმინაციური მომენტიც, უეცრად კადრი იცვლება და Honda-ს ჩანაფიქრსაც მაშინვე ვხვდებით. დაპირისპირებული მონსტრები სინამდვილეში სათამაშოსთვის მებრძოლ გაბრაზებულ და-ძმას განასახიერებენ, რომელთა გაშველებასაც მშობლები მხოლოდ ავტომობილის მოძრავი სავარძლით ახერხებენ. გარდა ამისა, კომპანიამ ამ ერთ რგოლში ავტომობილის კიდევ სხვა მრავალი ახალი გაუმჯობესებული ფუნქციაც გამოკვეთა, მაგალითად, უკან ხედვის კამერა და აუდიო სისტემა.
https://www.youtube.com/watch?v=wXFnrJqL5Nw