26
Aug
2019

„ჰონდას“ ახალი აირბალიში თავის ტვინის დაზიანების რისკებს ამცირებს

26 Aug 2019

veon
veon


1970-იანი წლებიდან მოყოლებული, აირბალიშმა ათი ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა – სულ ცოტა, 50 000 ადამიანი მხოლოდ აშშ-ში. აირბალიშების აშკარა პოზიტიური ზეგავლენა კი, დროსთან ერთად გახდა შესამჩნევი. დღესდღეობით, ის არა მხოლოდ საჭიდან, არამედ ყველა სხვა შესაძლო მიმართულებით იხსნება, რაც თავის მხრივ, შეჯახების ტიპზეა დამოკიდებული: ფეხებქვეშ, დასაჯდომზე, მუხლებთან, უსაფრთხოების ღვედთან, ფეხითმოსიარულეების სასარგებლოდაც კი, გარედან…

ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა „ჰონდა“ წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრისთვის შექმნილი აირბალიში წარადგინა, კონკრეტული დაზიანების ტიპის თავიდან ასაცილებლად, როდესაც კუთხით შეჯახების შემთხვევაში, დაზარალებული თავით წინ იხრება, შემდეგ თავს ატრიალებს და ტვინის დაზიანებების მიღების რისკიც იზრდება.

„ჰონდას“ ინჟინრების გამოწვევა იყო, ისეთი აირბალიში შეექმნათ, რომელიც მგზავრის თავს ბეისბოლის მოთამაშესავით დაიჭერდა და ფრთხილად და რბილად უზრუნველყოფდა თავის მოტრიალებისა და მის ვთქვათ, დიაგონალზე მირტყმის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი აირბალიში ძალიან კარგად მუშაობს წინა დაზიანებების შემთხვევებშიც, ის განსაკუთრებით სასარგებლოა კუთხით შეჯახების დროს. რადგან მგზავრის თავი ჯერ აირბაგის ცენტრალურ ნაწილში ხვდება, შემდეგ კი, გვერდითა მიმართულებით ინაცვლებს.

„ჰონდას“ ინჟინრები ამბობენ, რომ ახალი აირბალიშებით, ავტოავარიის შედეგად, ტვინის დაზიანების 75%-მდე შემცირება შეიძლება, თუმცა ეს ჯერჯერობით, პრაქტიკაში გამოსაცდელია. ახალი აირბალიშის ჩაშვებიდან, ექვსი თვის განმავლობაში, ის ხელმისაწვდომი იქნება, ექსკლუზიურად, Honda-ს მანქანებში. ამის შემდეგ, Autoliv, რომელიც მანქანის უსაფრთხოების პროდუქტებს აწარმოებს, მას სხვა ბრენდებსაც შესთავაზებს.

განხილვა