in

რას ნიშნავს ღილაკები ემოჯის გამოსახულებით, Honda–ს საჭეზე?!

ხშირად, ავტომობილის მართვისას, მძღოლს სხვადასხვა გარემოებაში სხვადასხვა ემოციის გამოხატვა სურს, თუმცა, სიგნალი მხოლოდ ერთია. ყოველშემთხვევაში, აქამდე ასე იყო. როგორც იქნა, ავტომობილების მწარმოებელმა ერთ–ერთმა ბრენდმა გადაწყვიტა სხვადასხვა მნიშვნელობის გამომხატველი სიგნალისრამდენიმე ფუნქცია დაემატებინა მანქანისთვის. ეს ბრენდი Honda აღმოჩნდა, ამ უკანასკნელმა სხვადასხვა ტონალობის სიგნალს შესაბამისი ემოჯის ემოცია შეუსაბამა და ისინი საჭის გარშემო განათავსა. ამის შემდეგ, როდესაც ქუჩაში, მაგალითად, მეზობელი შეგხვდებათ მას შესაფერისად შეგეძლებათ მიესალმოთ. ან კიდევ, როდესაც უსაშველო საცობში ხართ მოხვედრილი გააგებინეთ სხვა მძღოლებსაც, რომ იზიარებთ მათ სატკივარს. სიახლე მართლაც უჩვეულო და საკმაოდ სახალისოა.

 

https://www.youtube.com/watch?v=B1qmmf6cYow

როდესაც ცხოვრება აწყობილი გაქვს, შეგიძლია ფეხი ფეხზე გადაიდო! – ტერაბანკის კამპანია

ამანათების უჩვეულო მოგზაურობა FedEx–ის საოცრებათა ქვეყანაში