in ,

ჰონდურასი თავად სიყვარულია – ტურისტული რეკლამის მასტერკლასი 4am Saatchi & Saatchi-სგან

ცენტრალურ ამერიკაში არის ქვეყანა, სადაც ჭეშმარიტი სიყვარულის შეგრძნებაა შესაძლებელი. ჰონდურასში ამ გრძნობას არა სიტყვებით, არამედ გულისცემით გადმოსცემენ.

 

 

Love outright – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელშიც ერთ ქვეყანაზე უამრავმა ინფორმაციამ და კადრმა მოიყარა თავი.

ეს არის ადგილი, სადაც წყალზე ცურვა ხილმაც კი ისწავლა, ხოლო შენი საუკეთესო წყალქვეშა მეგობარი დელფინია. იქაური ფლორა და ფაუნა მკვეთრი ფერებით აგავსებს, ყავის არომატი კი გრძელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღის მანძილზე გაგყვება.

ქვეყნის ტურიზმის ინსტიტუტმა ნამდვილად შეძლო ეჩვენებინა, თუ როგორი შვენიერია იქ ცხოვრება.

რეკლამაზე სააგენტო 4am Saatchi & Saatchi-მ იმუშავა.

24 საათიანი Live რეკლამა ველური ბუნებისა და შოკოლადის მოყვარულებისთვის

მათე აბესაძე – #პირველისამსახური