19
Sep
2018

ვიღაცის ცხოვრება მთლიანად შეგიძლია შეცვალო, თუკი… – Ad Council-ის კამპანია ბულინგის პრევენციისთვის

19 Sep 2018

Elit Electronics
Elit Electronics


ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ბევრისთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული და ამის მთავარი მიზეზი ბულინგია. გიფიქრია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შენმა ქცევამ სხვა ადამიანის ცხოვრებაზე? უხეშად ნათქვამმა სიტყვამაც კი შეიძლება ვიღაცის მთელი დღე, წელიწადი და მთელი ცხოვრებაც კი შეცვალოს! თუმცა, თბილად ნათქვამ სიტყვებსაც დიდი ძალა აქვს. Ad Council-ის კამპანიაში “Honest Yearbook”, რომელიც ბულინგის პრევენციისთვის შეიქმნა, ყოველწლიური ფოტოს გადასაღებად მისულ თინეიჯერებს თავიანთი საუკეთესო მეგობრების ვიდეომიმართვები ჩაურთეს. ეს იყო სევდანარევი ისტორიები ადამიანებზე, რომლებმაც მხარდაჭერა აგრძნობინეს მეგობრებს მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ამგვარად, კრეატორებმა გულწრფელი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

 

განხილვა