in

Honestly — წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინ ღონისძიება

21 სექტემბერს, თბილისში – Honestly.global ყველაზე პრაქტიკულ და მნიშვნელოვან ერთდღიან დიზაინ ღონისძიებას უმასპინძლებს Kino Sakhli-ის შენობაში, რომელსაც ეწვევიან უმაღლესი დონის პრაქტიკოსი პროფესიონალები ისეთი ცნობილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Meta, Miro, Revolut, Farfetch, Backer, Craftdocs და Arrival.

BOG
BOG

M: რატომ არის Honestly წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინ ღონისძიება?

გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა დიზაინ კონფერენცია მხოლოდ სისტემურ ფიქრს ეძღვნება. Honestly ერთადერთი დიზაინ ღონისძიებაა, სადაც ტრადიციული დიზაინის წესებისგან გათავისუფლებას შეძლებთ, მიიღებთ მონაწილეობას რეალურ და ბუნებრივი დიზაინ პროცესებში, უშუალოდ გაიცნობთ პრაქტიკოს და კრეატიულ დიზაინერებს.

ღონისძიება არის ყველასთვის: დიზაინერისთვის, დეველოპერისთვის, „ფროდაქთ ოუნერისთვის“. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — გაიგებ, როგორია Holistic მიდგომა დიზაინში, რამდენად მარტივია შექმნის პროცესი, საზღვრებისა და სხვადასხვა სისტემური ელემენტის გარეშე.

M: როგორია ღონისძიების ფორმატი? 

გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან პრაქტიკულ მაგალითებზე შექმნილი 15-წუთიანი გამოსვლები და უფრო ხანგრძლივი, Hands-on 40-წუთიანი ვორქშოფები. აქცენტს ვაკეთებთ პრაქტიკულ, ხელშესახებ გამოცდილებაზე და არა, მხოლოდ თეორიაზე. ასევე გვყავს სხვადასხვა არაციფრული დიზაინ მიმართულების სპიკერები, როგორებიცაა: 3D, Architecture და Fashion მიმართულებები.


ღონისძიება კინო სახლის განახლებულ, მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდება, რომელიც საჯარო პლატფორმაა შემოქმედებითი, კულტურული და სოციალური განვითარების პროგრამებით. დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Kinoshub-ის ვებგვერდს.

M: სად შევძლებთ ბილეთების ყიდვას?

ბილეთების შეძენას და სპიკერებზე დეტალების ნახვას honestly.global-ზე შეძლებთ. ეს არის წლის ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!


[პარტნიორის კონტენტი]

გაფრთხილება! Zoommer-ის ახალი ვიდეო სურვილების სულსწრაფად ასრულებას მოგანდომებს

KFC-მ ქათმის ფრთებს რენტგენი გადაუღო