29
May
2019

გეიმინგ ლეპტოპების მომავალი? Intel-ის კონცეპტი

29 May 2019

veon
veon


ბოლო წლებია, Intel ცდილობს კომპიუტერის მწარმოებლებს პროცესორების გარდა, ლეპტოპების დიზაინიც შესთავაზოს. გასულ წელს, ასეთი მცდელობის შედეგად, „ინტელის“ პროტოტიპი -Tiger Rapids იქცა Lenovo Yoga Book C930-ად. Intel-ის შემდეგი ნაბიჯი Honeycomb Glacier-ია, ლეპტოპის კონცეპტი, რომელზეც ვარაუდობენ, რომ გეიმინგ ლეპტოპების მომავლის განმსაზღვრელად იქცევა.

ლეპტოპს აქვს ორი ეკრანი, აქედან ერთი, ძირითადი ეკრანი 15.6 ინჩია, ხოლო მეორე – 12.3. ლეპტოპი აღჭურვილია განსაკუთრებული გაგრილების სისტემით, რომელიც დედა პლატის ქვემოთაა განლაგებული და აქტიურდება ლეპტოპის გახსნისას. რაც მთავარია, ორი ეკრანისა და თვალის კონტროლის (Eye Tracking) ფუნქციის დახმარებით, თქვენ შეძლებთ თამაშის პროცესში, ფანჯარის ჩახურვის/ჩაკეცვის გარეშე, თვალის ერთი მოძრაობით გადახვიდეთ ქვედა ეკრანზე, მეგობრებთან მიწერის, ან სხვა მიზნით. ამისთვის, არ დაგჭირდებათ თავის პოზის შეცვლა, მხოლოდ თვალის მოძრაობით, თქვენს მეორე ეკრანზე ის ადგილი გაქტიურდება, სადაც იხედებით. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ The Verge-ის მიერ, ექსკლუზიურად მომზადებულ ვიდეოში ნახოთ.

შესაძლოა იფიქროთ, რომ „ინტელი“ არ არის ლეპტოპების მწარმოებელი და ეს ასეცაა. შესაბამისად, ლოგიკურია ფიქრი იმაზე, რომ ეს მოდელი არასდროს გახდება ხელმისაწვდომი ბაზარზე. თუმცა, წინა წლის პრეცედენტი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და Honeycomb Glacier-ით დიდი დაინტერესება საპირისპირო აზრების ქონის საშუალებას გვაძლევს. ამასთან, „ინტელში“ ამბობენ, რომ ეს დიზაინი ლეპტოპების მწარმოებლებში უკვე დიდ ინტერესს იწვევს.

განხილვა