in

HoneyHost – ახალი ქართული ჰოსტინგ კომპანია

HoneyHost ახალი, ქართული ვებ ჰოსტინგ პროვაიდერია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ციფრული მომსახურების სფეროში, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს სთავაზობენ.

„ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, HoneyHost-ს აქვს განსხვავებული მახასიათებლებისა და ღირებულების მომსახურება. მაგალითად,  ვებ ჰოსტინგი, ბიზნეს ჰოსტინგი, დომენური სახელის რეგისტრაცია და SSL სერტიფიკატები“, – ამბობენ HoneyHost-ის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, კომპანია, მომხმარებლებს, კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობს – პროდუქტის ფასი თვეში $4.99 დოლარიდან იწყება; 1 წლის ღირებულების წინასწარ გადახდის შემთხვევაში, თანხა $3.99-მდე მცირდება.

„გადახდის მეთოდი აბსოლუტურად მორგებულია მომხმარებელზე. ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო გადახდებით, PayPal-ითა და კრიპტოვალუტით [ბიტკოინი]. ნებისმიერი, ვინც ვებ ჰოსტინგს ჩვენი პლატფორმიდან შეიძენს, პირველი 1 თვის განმავლობაში, უფასოდ მიიღებს სერვისს. HoneyHost-ის არჩევით, თქვენ ისარგებლებთ უსაფრთხოების ისეთი სისტემით, რომელსაც გააჩნია ქსელური ინფრასტრუქტურის, აპლიკაციების, რისკების და მონაცემთა დაცვის მაქსიმალური გარანტია“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მუდმივად ხდება უსაფრთხოების დონის მაჩვენებლების კონტროლი. ამისთვის კი ისეთ ტექნოლოგიას იყენებენ, რომლითაც სარგებლობს Google საკუთარი გლობალური ქსელის მხარდასაჭერად.

„ასევე, ხელმისაწვდომია Google-ის სერვერების რესურსები. აქედან გამომდინარე, HoneyHost, მომხმარებელს, სტაბილურ და სანდო მომსახურებას სთავაზობს. საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია მუდმივად მათი განახლება და გაზრდა.

HoneyHost-ის წარმომადგენლების თქმით, მსოფლიოს წამყვანი ვებგვერდების [YouTube, Gmail] მსგავსად, მათი კომპანიაც Google Cloud-ის გლობალურ ინფრასტრუქტურას იყენებს. შესაბამისად, Google-ის პროდუქტის გაუმჯობესებასთან ერთად, რაც გულისხმობს ტექნოლოგიურ სიახლეებს, ავტომატურად განახლდება მომხმარებლის მიერ შეძენილი სერვისიც.

„კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სერვერები და რაც მთავარია, გამოცდილ ტექნიკოსთა ჯგუფი შესაძლებლობას მოგვცემს, გავხდეთ ლიდერი ჰოსტინგური მომსახურების მიწოდებით, საქართველოში. ამავდროულად, ეტაპობრივად, მოვიპოვოთ წამყვანი პოზიციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა თუ აშშ-ში. განვითარების შემდგომ ეტაპზე კი, მომხმარებლების რიცხვისა და კომპანიის ზრდის პარალელურად, ვგეგმავთ გაფართოებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის კონტინენტებზე. სწორედ ამით არის HoneyHost უნიკალური ქართულ ბაზარზე მოქმედ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან შედარებით“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბულია.

[R]

მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა, რომელიც 3D პრინტერით დაბეჭდეს, დუბაიშია

საუკეთესო დრო iPhone Xs-ის შესაძენად