in

კომპანია HoneyHost უკვე .Ge დომენების რეგისტრატორია

მცირე წარმოება გაქვთ და გსურთ თქვენი პროდუქცია მომხმარებლებს გააცნოთ? ელექტრონული კომერციის ვებ გვერდს მართავთ, თუმცა ბევრი მომხმარებლის გამო გამუდმებით შეფერხებაა? გსურთ მაქსიმალურად სწრაფად იმუშავოს თქვენმა ვებ გვერდმა? ეს იმ თემების ჩამონათვალია რის გადაჭრასაც ქართული ვებ ჰოსტინგ პროვაიდერი HoneyHost გთავაზობთ. კომპანია HoneyHost, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს და როგორც თავად ამბობენ საერთაშორისო კლიენტებს ემსახურებიან, 2020 წლის ივნისში .GE დომენის რეგისტრატორობის აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ ქართულ ბაზარსაც შემოუერთდა.

ვებ ჰოსტინგისთვის გამოიყენება ისეთი პროგრამები (მოდულები) როგორიცაა Redis და ობიექტის ქეშირება, რაც შესაძლებლობას იძლევა დააჩქაროს WordPress-ზე შექმნილი ვებგვერდის ჩატვირთვის დრო. მას გამოიყენებენ ისეთი ვებგვერდები როგორიცაა: Pinterest, GitHub, StackOverflow და მრავალი სხვა. ასევე, სერვერის სტაბილურობისთვის, გამოყენებულია KernelCare, რის გამოც სერვერის პროგრამული განახლების დროს აღარ არის სერვერის გადატვირთვა საჭირო. შედეგად, ვებგვერდები შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.

HoneyHost ციფრული მომსახურების სფეროში, მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სერვისს სთავაზობს. „ჰანიჰოსთი“ გაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეიძინოთ ახალი დომეინი, ან გადმოაპორტიროთ არსებული დომეინი, აირჩიოთ ვებ ჰოსტინგისა და ბიზნეს ჰოსტინგის თქვენს ბიზნესზე მორგებული პაკეტი, აღჭურვოთ ვებგვერდი დამატებითი დაცვის საშუალებით SSL სერტიფიკატით. აგვისტოს დასაწყისიდან კი ხელმისაწვდომი გახდა Cloud VPS, რაც დეველოპერებს და გამოცდილ სისტემურ ადმინისტრატორებს, რომლებსაც სურთ სასურველი ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, შეძლებენ მის სრულ მოდიფიცირებას და კონტროლს. ამ პროდუქტით მომხმარებელი მიიღებს სრულ მართვასა და წვდომას SSH-ით პროექტების განსავითარებლად. Cloud VPS იქნება იდეალური არჩევანი სპეციალისტისთვის და ბიზნესის მოქნილობისთვის“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, HoneyHost-ის მიზანია ქართულ ბაზარზე თავი დაიმკვიდროს მოქნილობით, მაღალი ხარისხითა და მომხმარებლების საჭიროებებზე გათვლილი შეთავაზებებით.

„სწორედ ამიტომ HoneyHost გთავაზობთ სხვადასხვა ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ მრავალფეროვან პაკეტებს, რომლებსაც ერთწლიანი ჰოსტინგის შეძენის შემთხვევაში მოჰყვება 20%-იანი ფასდაკლება. გარდა ამისა, .GE დომენთან ერთად ნებისმიერი ვებ ჰოსტინგის პაკეტის შეძენის შემთხვევაში, „მარკეტერის“ მკითხველი მიიღებს 50% ფასდაკლებას (პრომო კოდი: MARKETERGE)“.

HoneyHost ორიენტირებულია ერთგულ მომხმარებლებთან ერთად მუდმივ ზრდაზე. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია, მომხმარებელს სთავაზობს პარტნიორობის პროგრამას. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, გახდეს კომპანიის პარტნიორი, სპეციალური ბმულით დაარეგისტრიროს მისი მეგობრები და მიიღოს საკომისიო 20%-ის ოდენობით. HoneyHost ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს. დღეს საქართველოში, ის პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა სადაც .GE დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, Bitcoin-ის გადახდით. ჩვენ ვიყენებთ Google Cloud სერვერებს, რომლებიც კონკურენტებისგან გამოირჩევა სისწრაფით ხარისხითა და სანდოობით. სერვერები ფიზიკურად იმყოფება ფრანკფურტში და ვგეგმავთ უფრო დიდ ბაზარზე გასვლას აშშ-ში“.

კომპანიას „ქოლ ცენტრი“, ამჟამად, მუშაობს დილის 10:00-დან 23:00-მდე, „ქოლ ცენტრის“ თანამშრომლების ლოკაცია საქართველოშია. HoneyHost-ის უცხოურ ნომრებზე დარეკვის საათებია:  აშშ – 06:00 – 14:00 CDT; დიდი ბრიტანეთი – 07:00 – 20:00 BST; ესპანეთი – 08:00 – 21:00 CEST.

„2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია გეგმავს სხვა ევროპული და აზიის ქვეყნების დამატებას, რაც უცხოეთში მყოფი მომხმარებლებისთვის მეტ კომფორტს შექმნის. #BeeConnected to World Wide Web with HoneyHost“.

 

[R]

კინცუგის ხელოვნებით შექმნილი კალათბურთის მოედანი, როგორც იარების გამთელების ადგილი

„პროფესიაში რაღაცის დამტკიცების და საკუთარი ეგოს „გაკულტების“ მომენტი, კარგა ხანია, გავლილი მაქვს“ – რუსლან ბერიძის ამბავი