in

HONOR-ის ახალი სმარტფონი ელიტ ელექტრონიქსში

რამდენიმე წლის წინ ელიტ ელექტრონიქსის დახლებზე გამოჩნდა მობილური ბრენდების მწარმოებელი კომპანია HONOR, რომელმაც თავისი განსხვავებული დიზაინით, მულტიფუნქციურობითა და ხელმისაწვდომი ფასით მომხმარებლებს თავი მალევე შეაყვარა.

თებერვალში HONOR-მა ბიუჯეტურ სეგმენტში ახალი სმარტფონი HONOR X8b გამოუშვა.

  • 108 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა
  • 50 მეგაპიქსელიანი წინა კამერა,
  • 90 ჰერციანი AMOLED ეკრანი დინამიკური კუნძულით
  • ვეგანური ტყავის დიზაინი

ეს იმ მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია, რასაც ახალ სმარტფონში შევხვდებით.

 
დროთა განმავლობაში ბიუჯეტური სმარტფონები სულ უფრო იხვეწება, როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციონალურად. განსხვავებული დეტალებით, რომელიც მხოლოდ HONOR -ის სმარტფონებისთვისაა დამახასიათებელი, ის თავის გარკვეულ ნიშას იკავებს მობილური ტელეფონების სფეროში. სტანდარტულ ვიზუალთან ერთად, HONOR 8b-ში გვთავაზობს განსხვავებული დიზაინის მქონე იმავე სმარტფონს მწვანე ფერში.

პოლიკარბონატისგან შექმნილი დიზაინი, მოოთხკუთხედო გვერდები, უკანა მხარეს ვეგანური ტყავით დაფარული კორპუსი, HONOR X8b-ს ყველა სმარტფონისგან გამოარჩევს.

სმარტფონს გააჩნია 6,7-ინჩიანი ეკრანი, რომელშიც Magic Capsule – ანუ დინამიკური კუნძულია მოთავსებული. შიდა მახასიათებლებიდან, X8b მუშაობს სნაპდრაგონ 680-ზე, რომლითაც მისი წინამორბედი მოდელებიცაა აღჭურვილი. რაც შეეხება მეხსიერებას – ოპერატიული არის 8, ხოლო შიდა 128 ან 256გბ. HONOR X8b წარმოდგენილია სამ ფერში: მწვანე, შავი და ვერცხლისფერი. მათი შეძენა კი შესაძლებელია ელიტ ელექტრონიქსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ ee.ge-ზე.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ აქცია ტერაბანკმა ახალი წლის სამზადისი გარემოზე ზრუნვის აქციად

როგორ იქცა ნიუ-იორკის საკულტო შენობა დინამიკად?