თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, დღეს მსოფლიოში ყველაზე თხელი დასაკეცი ტელეფონი Honor-ის Magic V5-ია, ოღონდ კამერას ყურადღება არ მიაქციოთ… დაკეცილ მდგომარეობაში სისქე 8.8 მილიმეტრია, რითაც 8.9-მილიმეტრიან Oppo Find N5-ს ამარცხებს. მართალია, განსხვავება ძალიან მცირეა, მაგრამ ამბობენ, რომ ეს გამოცდილებაზე დიდად აისახება. თუმცა ეს ამბავი მხოლოდ Ivory White-ის ვერსიას ეხება, რადგან სხვა ფერებში სისქე 9 მილიმეტრამდე აღწევს.
რაც შეეხება კამერას, სამმაგი უკანა კამერის მოდული თითქმის ორჯერ მეტადაა ამობურცული, ვიდრე Oppo-ს კამერა, რაც, რაღა თქმა უნდა, ტელეფონს ასქელებს. თუმცა ეს დამატებითი წონა მაღალი გარჩევადობის სენსორებითა და სწრაფი დიაფრაგმით შეგვიძლია განვმარტოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე თხელი კამერის პრეტენზიის წარმოთქმის საშუალებას არ გვაძლევს…
გახსნილ მდგომარეობაში V5-ის ჩარჩოს სისქე 4.1 მმ-ია, რაც კვლავ ოდნავ აღემატება Oppo-ს 4.2 მმ-ს. თუმცა გახსნილ მდგომარეობებზე თუ ვსაუბრობთ, არც Honor და არც Oppo არ არის ისეთი თხელი, როგორიც Huawei-ის სამმაგი Mate XT — ტელეფონის ყველაზე თხელი ნაწილი 3.6 მმ გახლავთ…
მიუხედავად ამისა, Magic V5-ს ნამდვილად აქვს საკმარისად ძლიერი მახასიათებლები იმისათვის, რომ მომხმარებლების მოხიბვლა მოახერხოს, იქნება ეს Snapdragon 8 Elite, 16GB RAM თუ 5820mAh ბატარეა. ამასთან, ორივე ეკრანი 120Hz LTPO OLED პანელებს იყენებს, უკაბელოდაც შეძლებთ დამუხტვას და IP58-ისა თუ IP59-ის რეიტინგების მიხედვით არც მტვრისა და წყლის უნდა შეგეშინდეთ.
Honor-ის „მსოფლიოში ყველაზე თხელი“ დასაკეცი ტელეფონი უკვე გამოვიდა ჩინეთში, რასაც გლობალური ჩაშვებაც მალევე მოჰყვება…