in

ჩვენ ვაფასებთ უნიფორმებს! – Tide-ი და Saatchi & Saatchi-ს ემოციური რეკლამა

აშშ-ში შრომის დღესთან დაკავშირებით ტაიდმა და სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-იმ სოციალური კამპანია წამოიწყეს. კამპანია შრომის და იმ ხალხის მნიშვნელობაზეა, რომლებიც უნიფორმაში ჩაცმულები ყოველდღიურად თავის სამუშაოს ასრულებენ.

აშშ-ში შრომის დღეს 1 სექტემბერს აღნიშნავენ და კამპანიის მიზანია ადამიანებს შეახსენოს, რომ 1 სექტემბერი ზაფხულის დასრულების დღე კი არ არის არამედ ნაციონალური ზეიმია. უნიფორმაში გამოწყობილი ადამაინები ყოველდღიურად გვემსახურებიან და ისინი უფრო მეტ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებენ.

სარეკლამო სააგენტომ ტაიდისთვის შემთხვევით არ შეარჩია უნიფორმების თემა. ნებისმიერი სარეცხი საშუალებების ბრენდს შეუძლია იამაყოს იმით, რომ შრომის დროს დასვრილი უნიფორმები სწორედ მათი პროდუქტის დახმარებით ირეცხება.

http://youtu.be/BjII_gh1_f4

შევეგებოთ ვოლვოს განახლებულ ლოგოტიპს

borjomi legends

„ბორჯომი“ აცოცხლებს ლეგენდებს!