2013 წელს დაარსებული ბრენდი HONOR ჭკვიანი მოწყობილობების გლობალური პროვაიდერია. სულ ცოტა ხნის წინ მისი პროდუქცია საქართველოშიც შემოვიდა და გაყიდვები თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზიასა და პარტნიორ სავაჭრო ობიექტში დაიწყო. HONOR გთავაზობთ მაღალი ხარისხის სმარტფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების ფართო ასორტიმენტს ყველანაირი ბიუჯეტის ფარგლებში.
HONOR-ის პროდუქცია 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ჯამურად 180 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. ბრენდი აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებითაც. მისი უპირატესობებია:
- ეკოლოგიური შეფუთვა: 2021 წელს შეიცვალა პროდუქტის შეფუთვა, რამაც დაახლოებით 285 ტონით შეამცირა CO2-ის გამონაბოლქვი.
- გამძლე პროდუქტები: რაც უფრო დიდხანს გამოიყენება პროდუქტი, მით ნაკლები რესურსი იხარჯება. ჩინეთში Honor-ის ტელეფონის გამოცვლის ციკლი 26,4 თვემდეა დაყვანილი, რაც საშუალო ჩანაცვლების დროზე მეტია.
- უსაფრთხო ქიმიკატები: HONOR-მა ჩამოაყალიბა საწარმოს სტანდარტები. შედეგად, 2016 წლიდან გაუქმდა დაახლოებით 3,379 ტონა საშიში ნივთიერების გამოყენება მათი პროდუქციიდან.
HONOR-ის ნებისმიერი პროდუქტი განვითარების პროცესის თითოეულ ეტაპზე 600-ზე მეტი ხარისხის სტანდარტით ფასდება. ისინი მოიცავს პროდუქტის დიზაინის, განვითარების, მასალებისა და წარმოების ყველა ასპექტს. ბრენდის სმარტფონები ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს — პროდუქტის გაშვებამდე გადის 400-ზე მეტ ტესტირებას და 20-ზე მეტ გლობალური სერტიფიცირების სტანდარტს.
HONOR-ის პროდუქციის შეძენა საახალწლო ფასდაკლებებით ტექნიკის მაღაზიებსა და პარტნიორ ქსელებში შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბრენდის Facebook გვერდს: HONOR Georgia
[R]