in

HONOR-მა სმარტფონების ახალი სერია HONOR X წარმოადგინა

ელეგანტური დიზაინი, მაღალი წარმადობა, დიდი ეკრანი 90Hz განახლების სიხშირით, გაფართოებადი RAM ფუნქცია — სწორედ ამ საუკეთესო მახასიათებლებით არის ახალი HONOR X სერიები აღჭურვილი.

გლობალური ტექნოლოგიური ბრენდი HONOR საქართველოში სმარტფონის ახალ სერიას უშვებს, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად საუკეთესო ტექნიკურ მახასიათებლებს აერთიანებს. თავის მხრივ, ეს მოიცავს უამრავ ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, ელეგანტურ, თანამედროვე დიზაინს და განსაკუთრებულ ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს. ამასთან, აღნიშნული სერიის ყველა სმარტფონი Android 11-ზე მუშაობს, Google Mobile Services-ით (GMS).

„ჩვენი HONOR X სმარტფონების ხაზის მეშვეობით, მზად ვართ, ინოვაციური ტექნოლოგია ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“, — ამბობს ჯორჯ ჟაო, HONOR Device Co.-ს აღმასრულებელი დირექტორი. მოწყობილობები სამ ძირითად მახასიათებელს აერთიანებს: ნათელი TÜV Rheinland-ის სერტიფიცირებული 90Hz ეკრანი, გაფართოებადი HONOR RAM Turbo მეხსიერება და უახლესი Qualcomm Snapdragon® 680 ჩიპი.

მაღალი ხარისხის ჩიპი და HONOR RAM Turbo ფუნქცია

სამივე X-სერიის სმარტფონი აღჭურვილია მოწინავე 6-ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon® 680 პროცესორით, უმაღლესი შესრულებისა და ენერგიის ეფექტურობისთვის. HONOR RAM Turbo ტექნოლოგია იყენებს 2 GB მუდმივ მეხსიერებას, ფონური აპლიკაციების შეკუმშვისა და დეკომპრესიებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ, RAM-ის რაოდენობა გააფართოოთ.

მაგალითად, მომხმარებელს, რომელიც სასურველ თამაშს ჩართავს, შეუძლია, სხვა აპლიკაციები არ დახუროს, ოპერატიული მეხსიერების გათავისუფლების მიზნით. ეს ავტომატურად ხდება, პროგრამული უზრუნველყოფის დონეზე, სპეციალური ალგორითმების წყალობით.

90Hz განახლების სიხშირის ეკრანი თვალის დაცვით

ყველა HONOR X სმარტფონს აქვს დიდი ეკრანები, 90Hz განახლების სიხშირით, რაც ყოველ ჯერზე ეკრანის იდეალურ მუშაობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ამ სმარტფონების Full-View დისპლეები იძლევა მკაფიო, ნათელ სურათს, რომელიც შესანიშნავად აღიქმება მზის კაშკაშა შუქზეც კი.

ამასთან, HONOR X-ის სმარტფონებმა TÜV Rheinland Low Blue Light სერტიფიკატი მიიღო. ეს უკანასკნელი საერთაშორისო სერტიფიკატს წარმოადგენს და იგი იმ მოწყობილობებს გადაეცემა, რომლებიც მავნე ლურჯი სინათლისგან იცავს თვალს. ამრიგად, ამ სერიის სმარტფონები კომფორტულ კითხვას უზრუნველყოფს, ელექტრონული წიგნის ან ღამის რეჟიმში. ეს საშუალებას მოგცემთ, ხანგრძლივი გამოყენების ან დაბალი განათების პირობებშიც კი აირიდოთ თვალების გადაღლა.

რით განსხვავდება HONOR X7, X8 და X9 მოდელები?

„დიდი ძმა“ — HONOR X9

HONOR X9 უფრო მაღალი ფასის კატეგორიის სმარტფონია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მეტი მეხსიერება (6GB RAM + 2GB RAM Turbo), უზარმაზარი 6.81-დიუმიანი FullView დისპლეი, 2388 * 1080 პიქსელი გარჩევადობით და ასევე, უფრო მოწინავე კამერა. სამმაგი კამერა უკანა საფარის ზედა ნაწილის შუაში მდებარეობს და იგი, გარდა ძირითადი 48-მეგაპიქსელიანი ერთეულისა, მოიცავს კიდევ 2-მეგაპიქსელიან მაკრო კამერას და ასევე, 2-მეგაპიქსელიანი კამერა, Bokeh ეფექტით. ამას ემატება LED ფლეში, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაბალ განათებაშიც კი გადაიღონ საოცარი ფოტოები.

HONOR X9, ორი ფუნქციის წყალობით, იდეალური მოწყობილობაა ვლოგერებისთვის… კერძოდ, Dual View Recording გეხმარებათ, ერთდროულად გადაიღოთ ორი განსხვავებული კუთხიდან: წინა, სელფის და უკანა მთავარი კამერის გამოყენებით. ხოლო, Micro Movie Mode ფუნქცია მარტივ გადაწყვეტას გთავაზობთ ვიდეო კადრების ავტომატურად გაერთიანებისა და რედაქტირებისთვის, მესამე მხარის აპლიკაციების საჭიროების გარეშე.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება HONOR X9-სა და მის ძმებს შორის არის 66W ულტრა სწრაფი დამუხტვა — სულ რაღაც 15 წუთში სმარტფონი 50%-ით იმუხტება, 30 წუთში კი — 81%-ით. 4800 mAh ბატარეით, HONOR X9 უზრუნველყოფს 16,8 საათამდე სოციალური მედიის დათვალიერებას, 12,8 საათის ვიდეოს ყურებას და 25,6 საათს საუბარს.

ფასი და გასაყიდი ადგილები

HONOR X9 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Titanium Silver, Midnight Black და Ocean Blue. სმარტფონის შეძენა Zoommer-ისა და Alta-ს მაღაზიებში  999 ლარადაა შესაძლებელი.

საშუალო კლასი — HONOR X8

წარმოუდგენლად დახვეწილი და ელეგანტური HONOR X8 აღჭურვილია ულტრა თხელი და მსუბუქი დიზაინით, რომლის სისქე მხოლოდ 7,45 მმ-ია და 177 გრამს იწონის. სმარტფონს აქვს ნათელი, 6,7-დიუმიანი FullView დისპლეი, 6 GB + 2 GB Turbo ოპერატიული მეხსიერება და 4000 mAh ბატარეა. 22.5 W HONOR SuperCharge ტექნოლოგიით, შესაძლებელია, სულ რაღაც 10 წუთში დამუხტოთ სმარტფონი 3-საათიანი გამოყენებისთვის.

HONOR X8 აღჭურვილია ოთხი კამერით. სმარტფონი აერთიანებს 64-მეგაპიქსელიან მთავარ ლინზას, 5-მეგაპიქსელიან ფართო კუთხიან ლინზას, 120° ხედვის ველით და f/2.2 დიაფრაგმით, ასევე 2MP მაკრო ლინზასა და 2MP Bokeh სენსორს. სმარტფონის კამერები იდეალურია როგორც დამწყები ფოტოგრაფებისთვის, ისე ლამაზი კადრების მოყვარული ადამიანებისთვის.

ფასი და გასაყიდი ადგილები

HONOR X8 Titanium Silver, Midnight Black და Ocean Blue ფერების შეძენა შესაძლებელია პარტნიორ მაღაზიებში Alta, Zoommer, Elit, Beko,  899 ლარად.

ეკონომია კომპრომისის გარეშე — HONOR X7

HONOR X7 არის X სერიის უმცროსი წარმომადგენელი. დაბალი ფასის მიუხედავად, სმარტფონი რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა: ლაკონიური დიზაინი, 4 GB ოპერატიული მეხსიერება + 2 GB ოპერატიული Turbo, თხელი კორპუსი (8.62 მმ), შესანიშნავი კამერები და დიდი 6.74-დიუმიანი ეკრანი. ამას ემატება 5000 mAh ბატარეა, რისი მეშვეობითაც, ერთი დამუხტვა 20 საათამდე ვიდეოზარს ან 49-საათიან სატელეფონო საუბარს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, სმარტფონს მოჰყვება 22,5-ვატიანი ულტრა სწრაფი დამტენი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მოწყობილობა 10 წუთში დამუხტოთ, სამსაათიანი ონლაინ ვიდეოსთვის.

HONOR X7 იდეალურია დამწყები ფოტოგრაფებისთვის და კრეატიული ადამიანებისთვის. 48-მეგაპიქსელიანი Ultra-Clear მთავარი კამერა აღჭურვილია ინტელექტუალური მრავალ კადრის სინთეზის ალგორითმით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ფოტოებში მკვეთრი დეტალებიც კი აღბეჭდოთ (თუნდაც დაბალი განათების პირობებში). 5-მეგაპიქსელიანი f/2.2 ფართო კუთხის კამერა მომხმარებლებს ჩარჩოში უფრო დიდი კადრის მოქცევას უადვილებს. 2-მეგაპიქსელიანი მაკრო კამერა უმცირესი დეტალების გადაღებაში გეხმარებათ, ხოლო 2 მეგაპიქსელიანი Bokeh კამერა ვიზუალურად სასიამოვნო პორტრეტებს ქმნის.

ფასი და გასაყიდი ადგილები

HONOR X7 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Titanium Silver, Midnight Black და Ocean Blue. სმარტფონის შეძენა უკვე შესაძლებელია Zoommer-ისა და Alta-ს მაღაზიებში, 699 ლარად.

HONOR X არის სმარტფონების სერია ყველასთვის. იქნება ეს HONOR X9 66 ვატიანი სუპერ დამუხტვით, HONOR X8 მისი თხელი დიზაინით, თუ HONOR X7 თავისი მოწინავე კამერით, თქვენი სმარტფონი გაგახარებთ ყოველდღიური დავალებების სწრაფად შესრულებაში და HONOR ტექნოლოგიის მცირე მაგიის დამატებაში.

[R]

Skillwill Academy – ადგილი, სადაც 7 თვეში დეველოპერი გახდები!

პაციენტს 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური წარმატებით გადაუნერგეს!