in

HONOR X8-ის შეძენას უკვე საქართველოში შეძლებთ!

აღნიშნული მოდელი ელიტ-ელექტრონიქსის, ბეკოსა და ზუმერის მაღაზიათა ქსელებში იქნება ხელმისაწვდომი

გლობალური ტექნოლოგიური ბრენდი HONOR საქართველოში სმარტფონის — HONOR X8 გაყიდვას იწყებს. ეს HONOR X სერიის უახლესი მოდელია და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს აერთიანებს — ელეგანტური, თხელი და მსუბუქი დიზაინი, დიდი ეკრანი და ვიწრო ჩარჩოები, ფოტოგრაფიისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფასი.

საინტერესოა ისიც, რომ გამოშვება ეძღვნება HONOR-ის, როგორც სრულად დამოუკიდებელი ბრენდის, პირველი უცხოური პროდუქტის, HONOR X სერიების ჩაშვებას, რომელსაც წინ უძღვოდა HONOR 50 და სრულიად ახალი HONOR Magic 4 სერიების წარმატებული გაშვება.

X სერიის მეშვეობით, მზად ვართ ჩვენი ინოვაციური პროდუქტები მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. HONOR X8 უახლესი პლატფორმებით არის აღჭურვილი და გართობის მოყვარული თაობისთვის იდეალურია, — ამბობს ჯორჯ ჟაო, HONOR Device Co.-ს აღმასრულებელი დირექტორი.

როგორია HONOR X8?

დიზაინი

თხელი და ელეგანტური HONOR X8 მხოლოდ 177 გრამს იწონის, მისი სისქე კი 7.45 მილიმეტრია, აქვს მომრგვალებული კუთხეები და მარტივად თავსდება ჩვენს ხელის გულზე, ჯიბესა თუ ჩანთაში.

გამოსახულება

HONOR X8-ს 6.7 დიუმიანი ეკრანი, 2388×10805 პიქსელითა და 16,7 მილიონ ფერის აღქმით, იდეალურია ფილმების საყურებლად, სურათების დათვალიერებისა თუ თამაშებისთვის. იგი ვიწრო ჩარჩოების (1.15 მმ) დამსახურებით, 93.6% ეკრანისა და კორპუსის თანაფარდობით, ტრადიციულ სმარტფონებს შორის, ყველაზე ფართო გამოსახულებას გვთავაზობს. ამის მისაღწევად კი, კომპანიამ ინოვაციური წებოს ხსნარი გამოიყენა, რამაც HONOR X8-ის მარცხენა და მარჯვენა ჩარჩოს 1.1 მმ-მდე, ხოლო ზედა და ქვედა ნაწილებს 1.15 მმ-მდე შეკუმშვის საშუალება მისცა.

სმარტფონი თვალის დაცვის ფუნქციებითაც არის აღჭურვილი. მათ შორისაა TÜV Rheinland Low Blue Light Certification, eBook Mode და Dark Mode. შესაბამისად, კითხვა, ფილმების ყურება თუ სმარტფონის დიდი დროის განმავლობაში გამოყენება, ბევრად კომფორტული და თვალებისთვის ნაკლებად საზიანო ხდება.

კამერა

რაც შეეხება კამერას, როგორც ამბობენ, იგი განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა. იდეალურია დამწყები ფოტოგრაფებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უბრალოდ გადაღება უყვართ. აქვს 4 კამერა — 64MP მთავარი კამერა, 5MP ფართო კუთხის კამერა, 2M სენსორული მაკრო კამერა და 2M სენსორული Bokeh კამერა.

64MP კამერა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიღოს ბევრად დეტალური და ნათელი ფოტოები, 5MP ფართო კუთხის კამერა 120 გრადუსიანი ხედვის კუთხითა და f/2.2 დიაფრაგმით კი გადაღების პროცესს უფრო მარტივსა და მოხერხებულს ხდის.

ელემენტი

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სმარტფონი Qualcomm Snapdragon® 680 მობილური პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც 6 ნმ პროცესორით ენერგიის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. ამასთან ერთად, HONOR X8 აღჭურვილია HONOR RAM Turbo (6G+2G) ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა 6 GB ოპერატიული მეხსიერება 8 GB RAM-მდე გაიზარდოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მომხმარებლებს, ზარების მიღება, შეტყობინებების გაგზავნა თუ სხვადასხვა აპლიკაციაში შესვლა ერთმანეთის პარალელურად უფრო მარტივად შეეძლებათ.

ხოლო 4000 mAh battery8-ის დახმარებით, მაგალითად, YouTube-ში ვიდეოების ყურება 13 საათის განმავლობაში, საიტების დათვალიერება 19 საათის მანძილზე ან თუნდაც, 9.3 საათი თამაში იქნება შესაძლებელი. მეტიც, HONOR-ის 22,5 ვატიანი დამტენით, სმარტფონი სამი საათი მუშაობას მხოლოდ 10-წუთიანი დამუხტვით შეძლებს.

სად შევძლებ HONOR X8-ს შეძენას?

HONOR X8 ვერცხლისფერ, შავ და ლურჯ ფერებშია ხელმისაწვდომი. მის შეძენას კი მხოლოდ 899 ლარად ელიტ-ელექტრონიქსის, ბეკოსა და ზუმერის მაღაზიათა ქსელებში შეძლებთ.

Facebook 
Instagram 

[R]

კვლევა, რომელიც ამტკიცებს რომ, ვეგანი ძაღლები უფრო ჯანმრთელები არიან

კარიდან კარამდე – „ელვისის” B2B მიწოდების სერვისი მთელ თბილისსა და მის შემოგარენში