in

Honor-ის ახალი რობოტ-ტელეფონი, რომელიც ცეკვავს და გელაპარაკება

Honor-მა თავისი „რობოტ-ტელეფონი“ მოძრავი კამერით, პირველად წლის დასაწყისში დააანონსა. ბარსელონაში, Mobile World Congress-ის (MWC) წინ, ჩინურმა კომპანიამ მოწყობილობის შესახებ დამატებითი დეტალები გაამჟღავნა, მათ შორის ის, თუ როგორ შეუძლია რობოტს ბრძანების გარეშე სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირება. კომპანიის განცხადებით, მოწყობილობის გამოშვება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

Honor-ის თქმით, რობოტს საკუთარი „პიროვნებაც“ აქვს – მას შეუძლია „თავის დაქნევა“ რეაგირების ნიშნად და მუსიკის რიტმზე ცეკვაც კი. კომპანიამ აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ასისტენტთან ურთიერთობა შეუძლიათ როგორც ტექსტის, ისე ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. პრეზენტაციაზე ნაჩვენებ ვიდეოში ადამიანი სთხოვს ტანსაცმლის შერჩევაში დახმარებას, ხოლო რობოტი თავის მოძრაობით სთავაზობს კონკრეტულ ვარიანტს.

ტელეფონს აქვს 200-მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც მოთავსებულია მოძრავ ღერძზე სტაბილიზაციის ტექნოლოგიით. კომპანიის განცხადებით, კამერას შეუძლია რბილად დატრიალდეს და გადაიღოს გლუვი ვიდეო და ფოტოები. ასევე გააჩნია Super Steady რეჟიმი ვიდეოს გადასაღებად. Spinshot ფუნქციის საშუალებით რობოტ-კამერას შეუძლია 90 ან 180 გრადუსით ბრუნვა, რაც „კინემატოგრაფიული“ კადრების გადაღების შესაძლებლობას ქმნის.

კომპანიის განცხადებით, რობოტული კამერის სამართავად Honor-მა საკუთარი მიკრომოტორი შეიმუშავა. ასევე გამოიყენეს ტექნოლოგიები, რომლებიც დასაკეც ტელეფონებში გვხვდება, რათა კამერა უფრო გამძლე ყოფილიყო და სისტემა ტელეფონის კორპუსში ჩაეტიათ. Honor-ის თქმით, რობოტ-კამერა დამზადებულია იმავე მასალისგან, რაც Honor Magic V6-ის საკეც მექანიზმში გამოიყენება და 2800 MPa სიმტკიცის მაჩვენებელი აქვს.

ღონისძიებაზე კომპანიამ ასევე წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Honor Magic V6 6,600 mAh ბატარეით, პლანშეტი Honor MagicPad 4 და ლეპტოპი Honor MagicBook 14.

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150-ლარიანი ქეშბექი

როგორ გავხადოთ დედის დღე განსაკუთრებული თიბისისთან ერთად