in

თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის (14 დეკემბრამდე)

პროგრამის შესახებ:

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 4 დეკემბრიდან აცხადებს განაცხადების მიღებას „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“  პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/ლიზინგის გამცემთან აღებული სესხების/შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

პროგრამის პირობები:

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

  1. არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
  2. არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

  • კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
  • კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხზე, მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად უნდა ირკვევეოდეს, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;
  • ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემულ მოძრავი ნივთზე, მეწარმე სუბიექტის ბიზნეს გეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ  რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალებას პირი იყენებს საკვებისა ან/და სასმელის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
  • ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა იყოს რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო მიმართვის/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ განაცხადის ფორმა

განაცხადების მიღება გაგრძელდება 14 დეკემბრის ჩათვლით.

საინიციატივო ჯგუფი „მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის“ მიუსაფრების დასახმარებლად ორიგინალურ კამპანიას იწყებს

აქ.ახლა განწყობისთვის – გლოვო და თიბისი სტარტაპების მხარდასაჭერად