in ,

თბილი სახლი და მზრუნველი პატრონი თავშესაფრის ცხოველებისთვის – Horizon-ის ინიციატივა

ცხოველებს რომ სტრესის მოხსნა არაჩვეულებრივად შეუძლიათ, ყველამ კარგად იცის. არც ის ეშლება ვინმეს, რომ ყველაზე დიდი სტრესი სამუშაო გარემოშია. მედია კომპანია  Horizon–მა გადაწყვიტა ორმაგი სიკეთე გაეკეთებინა და თავის სააგენტოში საყვარელი ცხოველები მიიყვანა თავშესაფრიდან.

 

კომპანიას სურდა, რომ ამდენი საყვარელი არსებისთვის თბილი სახლი და მზრუნველი მეგობარი მოეძებნა, ხოლო შემდეგი პრიორიტეტი კი თანამშრომლებისთვის კარგი განტვირთვის მოწყობა იყო. შესვენების დროს სააგენტო პატარა საყვარელი ლეკვებით, კნუტებითა და ბედნიერი სახეებით აივსო. უკლებლივ ყველა თანამშრომელი ჩაერთო თამაშში. ტექნიკის კაბელებსა და სამუშაო ქაღალდებში გახვეული საყვარელი ცხოველების სახლში წაყვანის სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ჟრიამულის შემდეგ, ოფისი საკმაოდ არეული დარჩებოდა, გარისკვა ნამდვილად ღირდა. პირველი ცდისთვის საკმაოდ ბევრმა ცხოველმა იპოვნა მოსიყვარულე პატრონი, სააგენტოს თანამშრომლებმა კი ერთგული  ოთხფეხა მეგობრები შეიძინეს.

adidas-მა პოლ პოგბას ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი მარკეტინგულ კამპანიად წარმოგვიდგინა

თავის ტკივილის უებარი წამალი – Dorflex–ის მუსიკალური ექსპერიმენტი