in

აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

როგორც ჩანს,  დაბალცილოვან დიეტას სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის მღრღნელებისა და ბუზების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითი გავლენა აქვს. თაგვებზე ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ გამოავლინა ჰორმონი, რომელიც ამ შედეგის მისაღებად უმნიშვნელოვანესია.

M2
M2

ამ ჰორმონს ეწოდება FGF21, რომელიც ღვიძლის მიერ გამოიყოფა. ადრეულ კვლევებში ცხადი გახდა, რომ ის ცილის შემცირებაზე წონის კლების, ენერგიის ეფექტიანი დახარჯვისა და გლუკოზის მიმართ ამტანობის გამოწვევის გზით რეაგირებს. თუმცა ხლა გაირკვა, რომ იგი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტის მისაღებად აუცილებელი კომპონენტია. ამასთან, აღნიშნული ჰორმონი ადამიანის ორგანიზმშიც გვხვდება.

უფრო კონკრეტულად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ FGF21-ის გაუვნებლებით დაბალცილოვანი რაციონის მქონე თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მცირე იყო, ვიდრე ჩვეულებრივ მღრღნელებში. ასევე, გლუკოზის მიმართ ამტანობაც სრულად დაქვეითებული ჰქონდათ. ზოგიერთი ეფექტი შეუიარაღებელი თვალითაც აშკარა იყო მეცნიერებისთვის — ასაკის მატებასთან ერთად, თაგვები წონას სწრაფად კარგავდნენ და სუსტდებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მსგავსი შედეგების მომტანია აღნიშნული ჰორმონის დონის ცვლილება ადამიანებისთვის. ერთადერთი, რაც აშკარაა, არის ის, რომ აღმოჩენები გვთავაზობს შესაძლო ახსნას, თუ რატომ შეიძლება გააუმჯობესოს ცილების შეზღუდულმა მიღებამ თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუმცა ეს კვლევა მხოლოდ მამრ ცხოველებზე იყო ორიენტირებული. მდედრ თაგვებს შეიძლება არ ჰქონდეთ ისეთი ძლიერი რეაქცია მსგავს დიეტებზე.

ფეიუნიქარდი წარმოგიდგენთ სითი მოლის ახალ პროდუქტებს – CITY CARD და GIFT CARD

საქართველოში Hollywood Film Academy-ს პირველი ფილიალი იხსნება!