15
Mar
2019

იყიდება გაზაფხულის სუნი – მომავლის სამყარო Hornbach-ის ვიდეორგოლში

15 Mar 2019

კობი
კობი


ბალახისა და ყვავილების სუნით ტკბობა, დაკვირვება, თუ როგორ იღვიძებს ბუნება და სეირნობაში მეტი დროის გატარების სურვილი. ეს ბევრს ემართება გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თუმცა, ურბანიზაციისა და ქალაქში ცხოვრების ხარისხის კლების პირობებში, შესაძლოა მალე ჩვენ გარშემო ბუნებისგან იმდენად ცოტა რამ შემორჩეს, რომ გაზაფხულის დადგომამ მხოლოდ კალენდარული მნიშვნელობა შეიძინოს. ეს ფაქტი კი ბაზარზე ახალ მოთხოვნებს გააჩენს. მაგალითად, კომპანიებს გაზაფხულის სუნის გაყიდვა შეეძლებათ. მსგავს წარმოდგენას ეყრდნობა გერმანული მაღაზიათა ქსელი Hornbach, თავისი მე-19 საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში და სააგენტო HEIMAT-ის დახმარებით მომზადებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ვიდეორგოლის მიხედვით, სასაცილო მეცნიერები სოფლებში მშრომელი კაცების ოფლიან ტანსაცმელს აგროვებენ და ქალაქში ყიდიან.

განხილვა