in

“Horridus” — ტრიცერატოფსის ყველაზე სრულყოფილი ნამარხი ისტორიაში

მასიური ტრიცერატოფსის ჩონჩხი, რომელიც 67 მილიონი წლის წინ გადაშენდა, თითქმის სრულადაა შემონახული. ეს იყო ცარცული პერიოდის ბალახისმჭამელი არსება. მისი ახლად აღმოჩენილი, იდეალურად შემონახული ნამარხი, სახელწოდებით Horridus კი 260-ზე მეტ ძვალს შეიცავს და მთლიანობაში 1000 კილოგრამს იწონის.

M2
M2

თავის ქალას, რომელიც 98%-ით არის სავსე, შუბლზე ორი წვრილი, ხოლო ცხვირზე მოკლე რქა აქვს. თავისქალა, დაახლოებით, 261 კგ.-ს იწონის, კისრის სიგრძე კი 1.5 მეტრს აღწევს. ავსტრალიურმა ორგანიზაციამ Museums Victoria, რომელიც მელბურნში სამ საჯარო მუზეუმს მართავს, ჩონჩხი 2020 წელს შეიძინა, რათა შესაბამისი კვლევები ჩაეტარებინა.

თავდაპირველად ჩონჩხი 8 ნაწილად იყო დანაწევრებული. საწყის ეტაპზე წიაღისეულის მომზადების სპეციალისტებმა თითოეული ძვალი გაზომეს, მონიშნეს და 3D-ში დაასკანერეს. ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის უფროსი კურატორის, ერიხ ფიცჯერლდის თქმით, აღნიშნული ნიმუში იდეალური შესაძლებლობას წარმოადგენს ტრიცერატოფსის შესასწავლად. „ეს ნამარხი ასობით ძვლისგან შედგება, მათ შორის სრული თავის ქალა და მთელი ხერხემალი, რაც დაგვეხმარება, გავიგოთ, როგორ ცხოვრობდა ეს სახეობა 67 მილიონი წლის წინ“. 

მეცნიერებმა დანამდვილებით არ იციან, რომელი სქესის წარმომდგენელს ეკუთვნის ჰორიდუსის ჩონჩხი. თუმცა მკვლევრებს შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ ტრიცერატოფსის ევოლუციის, ბიოლოგიისა და ქცევის შესახებ.

საგულისხმოა, რომ მასიური დინოზავრის ძვლების დათვალიერება მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებულ ინტერაქციული, 3D ციფრული მოდელის საშუალებით შეგვიძლია.

NASA-მ SLS-Orion-ის ტესტირება წარმატებით დაიწყო

რითაა განსხვავებული დიდი კომპანიების ჰიბრიდული სამუშაო კულტურა?