ლექსინგტონი პატარა ქალაქია კენტუკიში (აშშ-ის შტატი). აქ, სულ რაღაც, 280 000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ტურისტულმა ბიურომ, ტურისტების მოსაზიდად, ASMR რეკლამას მიმართა. ლექსინგტონი, მთელ მსოფლიოში, “ცხენების დედაქალაქად” არის ცნობილი. ქალაქში ცხენების 400 ფერმაა, რაც სტუმრისთვის საინტერესო გამოცდილებად შეიძლება იქცეს. და ვინ უნდა ყოფილიყო ამ კამპანიის მთავარი გმირი? რა თქმა უნდა, ცხენი. ცხენი, სახელად ჰენკი, რეკლამაში ვაშლს, სტაფილოსა და კანფეტებს მიირთმევს, მსმენელს კი მისი გემრიელი ხრაშუნის ხმა ესმის.