12
ივლ
2018

გაუნაწილე სითბო 1.5 მლნ ბავშვს, რომელსაც სცივა! – Höseg-ის სოციალური კამპანია

12 ივლ 2018

სტატისტიკურად, პერუში 1.5 მილიონზე მეტ ბავშვს საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებში უწევს ცხოვრება. ამ მდგომარეობაში განსაკუთრებით საგანგაშო ის არის, რომ ამ ბავშვებს დაბალი სოციალური დონიდან გამომდინარე, თბილი ტანსაცმელიც კი არ აქვთ. სწორედ ამიტომ, კომპანია Höseg-მა მათ დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყო და რაც მთავარია, მასში საზოგადოებაც აქტიურად ჩართო. თავის მაღაზიებში მისული მომხმარებლისგან, რომელიც ნებისმიერ ერთ ტანსაცმელს შეიძენდა, პერუში მცხოვრებ ბავშვებს კომპანია საჩუქრად თითო თბილ ქურთუკს უგზავნიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის მწარმოებელი ეს კომპანია ბაზარზე ახალი გამოჩენილია და მას ჯერ საზოგადოება კარგად არ იცნობს, ბრენდმა კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა. მომხმარებელს შეტყობინებები გაეგზავნა, რომელიც სოციალური კამპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლეოდა.

 

განხილვა