რა მოხდებოდა, წლევანდელი ზაფხულის წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურა, ხელოვნების მუზეუმებში გამოფენილ ისეთ მნიშვნელოვან შედევრებს რომ შეხებოდა, როგორიც მაგალითად ედვარდ მუნკის “კივილი” ან ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავებიანი ღამეა”? ალბათ მსოფლიო საოცარი და ლეგენდარული ნახატების გარეშე დარჩებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავს ამ ფაქტს ავსტრიელი ხელოვანი ალპერ დოსტალი, რომელმაც თავისი მოსაზრების განსახორციელებლად ორიგინალური პროექტი Hot Exhibition შექმნა.






















