in

Hot Lips Car — „კოცნით“ დაბრენდილი ბოლიდი

ფორმულა 1-ის სწრაფად განვითარებად სამყაროში Charlotte Tilbury პირველი სილამაზის ბრენდი აღმოჩნდა, რომელიც აკადემიის სპონსორი იქნება. გადაწყვეტილება კი საერთო მიზანს ეხმიანება, გააძლიეროს ქალების როლი ამ კონკურენტულ სფეროში. ამასთან დაკავშირებით, 2024 წლის სარბოლო სეზონისთვის ბრენდმა F1-ის ბოლიდი ტუჩის გამოსახულებით დაბრენდა.

BOG
BOG

სახელწოდებით Hot Lips Car, ბოლიდს 18 წლის ფრანგი ლოლა ლოვინფოსე მართავს. მისი კოსტიუმი და ჩაფხუტიც ბრენდის ვიზუალებითაა გადაწყვეტილი; ამასთან, დატანილია წარწერა „Make Up Your Destiny!“ — აქ ზუსტად იკვეთება ამბიციებისკენ სწრაფვა და საკუთარი თავის რწმენის ძალა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ საკუთარი ბედის შექმნა თავად შეგიძლია. სწორედ ამიტომ ვაქციეთ ჩვენი დევიზი პარტნიორობის გამაძლიერებელ მანტრად. ამიტომაც, მოემზადეთ რბოლისთვის თქვენი ოცნებებისკენ და შექმენით თქვენი ბედი!“, — ამბობს ბრენდის დამფუძნებელი, შარლოტა ტილბერი.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია აკადემიის ისტორიაში, ვინაიდან სპორტის ინკლუზიური მომავლის შთამაგონებელი ნაწილია.

„კრეადამო“ სამზარეულოების ერთადერთი ინდუსტრიული სახელოსნოა, რომელსაც შექმნის ენერგია ამოძრავებს – ახალი ბრენდი გამორჩეული კონცეფციით

ნახეთ: ნოსტალგიური ანიმაცია — Movie Night!