in

მუსიკის ტალღებისა და ლუდის არომატების სინთეზი Miller-ისა და Hot Since 82-ის თანამშრომლობაში

Coachella, Glastonbury, Ibiza – ეს ის მუსიკალური ფესტივალებია, რომლებსაც მსმენელი მთელი მსოფლიოდან ესწრება და ის სცენებია, რომლებზეც ხშირად უკრავს ცნობილი ბრიტანელი DJ და პროდიუსერი, Daley Padley, იგივე Hot Since 82. ის უკვე ათწლეულზე მეტია ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა ტოპსიებშია და თავისი შემოქმედებით მრავალ მსმენელს აერთიანებს განურჩევლად ეროვნებისა.

Hot Since 82-ის დაბადება

დეილი პედლი ჯერ კიდევ 14 წლის მოზარდი იყო, როდესაც ღამის კლუბებში დაიწყო სიარული და ელექტრონული მუსიკა შეიყვარა. 17 წლის ასაკში ყოველკვირეული გამოსვლა ჰქონდა თავის მშობლიურ ქალაქში, სადაც 12–13 საათიან სეტებს უკრავდა. 

თუმცა მისი მთავარი წარმატება 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ წვეულებაზე მოულოდნელად მუსიკა გაითიშა და პედლიმ თავისი ტელეფონიდან ჩართო საკუთარი კომპოზიცია, რომელსაც დამსწრე საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ამით მოტივირებულმა პედლიმ ცოტა ხნის შემდეგ ლეიბლი გამოუშვა, რომელიც Beatport-ის ჩარტში მესამე ადგილზე მოხვდა. ასე დაიბადა Hot Since 82, ელექტრონული მუსიკის დიჯეი.

მუსიკალური წარმატება

პირველი ლეიბლის გამოსვლის შემდეგ არტისტს მრავალი წარმატება ხვდა წილად. ის უკრავდა ორსაათიან ექსკლუზიურ სერიას BBC Radio 1-ზე, მას შეუკვეთეს ელექტრონული მუსიკის პიონერის Green Velvet-ის სიმღერის “Bigger than Prince” რემიქსი, რომელმაც ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა; 2013 წელს გამოვიდა მისი სრული ალბომი, მისი ტურნეები მოეწყო ისეთ წამყვან ფესტივალებზე, როგორებიცაა: Creamfields და WMC; 2017 წელს კი Electronic Music Awards-ზე წლის საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციაზე წარადგინეს.

Hot Since 82, როგორც ლუდი Miller-ის ამბასადორი

2023 წლიდან Hot Since 82 პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის, Miller-ის ამბასადორი გახდა. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, სახელად, “Miller Time”, სარეკლამო რგოლი და ახალი ტრეკი შეიქმნა; აგრეთვე დაიგეგმა მუსიკალური ღონისძიებების სერია არტისტთან ერთად. 

ვიდეორგოლში, რომელშიც არტისტი მონაწილეობს, მის მიერ შექმნილ მუსიკაზე უამრავი ადამიანი ცეკვავს, რომლებიც მილერის ლუდის სიყვარული აერთიანებთ და მასთან ერთად ე.წ. Miller მომენტებს ქმნიან. კამპანიის მთავარი გზავნილიც ისაა, რომ ადამიანებს მილერის ლუდთან და მუსიკასთან ერთად დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში – იქნება ეს მეგობრების შეკრება წვეულებაზე თუ უბრალოდ მუსიკის მოსმენა საოჯახო საქმეების შესრულებისას.

Miller – ყველაფერი საუკეთესო – საუკეთესო ინგრედიენტებით იქმნება

ეს ამერიკული წარმოშობის ლუდის სლოგანია, რომლის რეალობად ქცევისთვის საწარმო ყოველთვის შერჩეულ ინგრედიენტებს იყენებს. გემოსთვის სპეციალურად დამუშავებული სვია, ხოლო ოქროსფერი შეფერილობისთვის ალაო გამოიყენება. ის პრემიუმ კლასის ბრენდად მიიჩნევა და მისი მსუბუქი გემო მთელ მსოფლიოში, ლუდის ნებისმიერი მოყვარულისთვისაა ცნობილი. 

ფოკუსირება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის და მდგრადობისადმი ერთგულება მილერის, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულებებია. ის ცდილობს, ეს ღირებულებები ახალ კამპანიაში, კრეატიული ფორმით გვაჩვენოს და გვითხრას, რომ ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც გინდა, უერთგულო საკუთარ იდეებს და შექმნა მომენტები, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნოდ გაგახსენდება.

აქვე დავამატებთ, რომ საქართველო მსოფლიოს იმ 8 ქვეყანას შორის არის სადაც Hot Since 82 დაუკრავსიგი 8 დეკემბერს, თბილისში Spacehall-ს ეწვევა.

[R]

„ნაფიქრალის“ ახალი სპიკერები „გზაზე“ ისაუბრებენ

თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის