in ,

Formula 1-მა სათამაშო მანქანა გამოუშვა

Hot Wheels-ის Formula 1-ის გუნდებთან შეერთებით Mattel-ის სათამაშო მანქანების ბრენდსა და ავტორბოლის ჩემპიონატს შორის პირველი კოლაბორაცია ჩაიწერა… ისინი რბოლას შეზღუდული გამოშვების Formula 1-ის Hot Wheels-ის ბოლიდით იწყებენ. 

BOG
BOG

Hot Wheels-ის წარმომავლობაზე ყურადღების მისაპყრობად, მანქანას ცხვირზე 68 ნომერი აწერია, რითაც პატივს მიაგებენ იმ წელს, როდესაც ბრენდი პირველად ჩაეშვა. ინსპირაცია კი ბრენდისავე Original 16-ის დიზაინისგან მოდის… მინიატიურული მანქანა ასევე თავისუფლად მოთავსდება კოლექციონერების Kar Keepers-ის ჩემოდანში.

თანაც უკვე Mattel Creations-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და 25 დოლარი ღირს. მას Real Rider-ის ბორბლებიც მოჰყვება წითელი, ყვითელი და თეთრი საბურავებით. ამასთან, სრულად მეტალის კორპუსი და შასი აქვს.

Hot Wheels და F1 ბუნებრივად ერწყმიან ერთმანეთს, რადგან ორივე აძლიერებდა გამოწვევების სულისკვეთებას, — აცხადებს რობერტო სტანიჩი, სათამაშო მანქანების კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

სტანიჩის მოსაზრებას Formula 1-ის კომერციული ხელმძღვანელი ემილი პრაზერიც იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე, რომლებსაც გულშემატკივრები მათგან ელიან:

ეს ამაღელვებელი თანამშრომლობა რბოლის ადრენალინსა და სათამაშო მანქანებით მიღებულ აღფრთოვანებას აერთიანებს, გვაძლევს შესაძლებლობებს, დავინახოთ F1 მანქანების დახვეწილი დეტალები ჩვენსავე ხელის გულზე. ეს სისწრაფის, შემოქმედებითობისა და ინოვაციურობის ზეიმია, რომელიც მომხმარებლებს ახალ გზას სთავაზობს სპორტთან დასაკავშირებლად.

როგორც ვიგებთ, Hot Wheels-ისა და Formula 1-ის თანამშრომლობა ამ მანქანით არ მთავრდება — 2025 წლისთვის არაერთი სათამაშოს გამოშვება იგეგმება…

ცოდნა ზრდის საზღვრებს — გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლეთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

ტელდორი – ახალი დაბალტოქსიკური ფუნგიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის