in

როგორ იქცა სახალისო ტრენდი ბრენდის მასშტაბურ კამპანიად?

უკვე წლებია, ყოველ ზაფხულს სოციალური ქსელები გარუჯული ფეხების ფოტოებით ივსება, აუზის ან სანაპიროს ხედით. სურათები ხშირად ისეა გადაღებული, რომ ჭირს იმის გარჩევა, რეალურ ფეხებს ვუყურებთ თუ უბრალოდ სწორი რაკურსით გადაღებულ სოსისებს. ეს იმდენად გავრცელებულ ტენდენციად იქცა, რომ „hot dogs or legs“ ჰეშტეგმა ტიკტოკზე 9,1 მილიარდ ნახვას გადააჭარბა, რასაც ჰოთ-დოგის ბრენდ Oscar Mayer-ისგან ახალი მასშტაბური კამპანია მოჰყვა, სახელწოდებით #HotDogsForLegs.

ცხადია, კამპანიის ეპიცენტრში ფეხების ილუზორულ გამოსახულებად ქცეული სოსისებია მოქცეული. ბრენდმა გადაწყვიტა, ის იუმორისტული სარკაზმი, რომელიც დასვენებისა და გართობის გარეშე დარჩენილი ადამიანებისგან წამოვიდა, მარკეტინგულად გადაემუშავებინა. ეს ჭკვიანურია, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ ტრენდი ისედაც ვირუსულადაა გავრცელდა, „ოსკარ მეიერს“ დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება პოპულარიზაციისთვის. თანაც, უხეშად რომ ვთქვათ, ბრენდმა ხალხის მიერ „აგორებული“ კონტენტით ისარგებლა და ისეთი ასოციაცია გააჩინა, თითქოს თითოეულ მსგავს ფოტოზე გამოსახული სოსისი მას ეკუთვნის.

„გვსურს, ამ კამპანიით ბრენდის ბუნებრივ გაფართოებაზე ვიზრუნოთ და ყველაფერს მეტი ხალისი მივანიჭოთ — ხალისი, რომელსაც მასშტაბურად იზიარებს საზოგადოება. უკვე 10 წელზე მეტია, ფეხების მსგავსი სოსისები სოციალურ ქსელებში ჩნდება, ახლა კი იმაზე ვზრუნავთ, რომ Hot Dog Legs სამუდამოდ ჩვენთან ასოცირდებოდეს“, — აღნიშნავენ Oscar Mayer-ში.

მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღება – ოსამუ სუზუკის პოლიტიკა

TikTok-ის ახალი ტრენდი დილის 5-ზე გაღვიძებას გულისხმობს