ბათუმის ძველი ქალაქის გულში მდებარე ისტორიულმა შენობამ ახალი სახე მიიღო და ქალაქის თანამედროვე განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა. ეს სივრცე მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული სხვადასხვა ეპოქის ცოცხალ მეხსიერებას ინახავს – ქალაქის ინდუსტრიული აღმავლობის, საბანკო ისტორიისა და არქიტექტურული ტრანსფორმაციების გამოცდილებას.
ეს შენობა მხოლოდ არქიტექტურული მემკვიდრეობა არ არის. ის წარმოადგენს ქალაქის ისტორიისა და დროის ცვლილებების მეტაფორას, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთ მთლიან გამოცდილებად ერთიანდება. სწორედ ამ კონტექსტში, ისტორიულმა სივრცემ ახალი ფუნქციას შეიძინა როგორც Hotel Indigo Batumi Old Town, ბრენდი, რომელიც გლობალურ სასტუმრო გამოცდილებას ადგილობრივი იდენტობისა და უბნის უნიკალური ხასიათის ინტერპრეტაციით აერთიანებს.

პროექტის მთავარი იდეა არა მხოლოდ შენობის გაცოცხლება არამედ მისი მეხსიერების გააქტიურებაა – მცდელობა, რომ ბათუმის ავთენტური ისტორია თანამედროვე სტუმრის გამოცდილების განუყოფელ ნაწილად იქცეს.
პროექტის მიდგომა სწორედ ამ იდეას ეფუძნება, რომ შენობის უნიკალური მახასიათებლები მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო, ხოლო ახალი ფუნქციები ისე ინტეგრირებულიყო, რომ ისტორია კიარ დაეჩრდილა არამედ გაეგრძელებინა.
სწორედ ეს ბალანსი ქმნის დამატებით ღირებულებას, რადგან თანამედროვე სტუმარი სულ უფრო მეტად ეძებს ნამდვილ, შინაარსიან თავგადასავალს
ამგვარად, ისტორიული შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის მეხსიერებას ინახავდა, დღეს უკვე თავად იქცა ცოცხალ ნარატივად სივრცედ, სადაც ბათუმის ისტორია ყოველდღიურად თავიდან იწერება და ახალ გამოცდილებად გარდაიქმნება.

[R]













