5
Apr
2018

ახლადაშენებულმა სასტუმრომ MOXY პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა

5 Apr 2018

„შესვლისთანავე განსხვავებულ სამყაროში მოვხვდით, ადგილი სადაც გგონია უკვე იყავი, რადგან ყველა გიღიმის და უკვე უყვარხარ კიდეც,  ენერგიული და კრეატიული ადამიანები გეგებებიან და უამრავ გასართობს გთავაზობენ…“ – ასე აფასებენ მედიისა და პიარ სამსახურების წარმომადგენლები სასტუმრო MOXY-ში პირველ  სტუმრობას.

„თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი, საინტერესო ინტერიერი და მყუდრო გარემო,  გემოვნებიანი მუსიკა, მაღალი ხარისხის მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასი, სასტუმროს არაორდინალური ნომრები – ეს MOXY,  Marriott International – ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ექსცენტრიული, ინოვაციური, ბუტიკის კონცეფციის სასტუმროს მიქსია, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა“.

„ახლადაშენებულმა სასტუმრომ MOXY  პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა და სასტუმროს ძირითად კონცეფციას გაეცნო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა სასტუმროს  ბრენდებისგან. მნიშვნელოვანია, რომ MOXY ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო“,-აცხადებენ სასტუმროს წარმომადგენლები.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ინოვაციური, დინამიური, არაორდინალური სასტუმროს ნომრები და თავად ენახათ  ოთახის კარს მიღმა მყოფი არაორდინალური სტუმრები და გამხდარიყვნენ მათი თავგადასავლების  მონაწილენი.

„შესვლისთანავე აღმოვჩნდი განსხვავებულ გარემოში, სადაც დავკარგე დროის შეგრძნება. მუსიკა, ოთახების პერფორმანსი და მასპინძლების განწყობა ჯადოსნურ, რეტრო სტილის გარემოს ქმნიდა. ეს არის ადგილი სადაც კარგი მოგონების შესაქმნელად სიამოვნებით დავბრუნდები,“ – აღნიშნავს რადიო „უცნობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გვანცა აბაშიძე.

„MOXY-ში მუდმივი მოძრაობაა: საინტერესო ხალხი, ენერგიული, კრეატიული და მონდომებული CREW (თანამშრომლები). MOXY-ში მუდმივი მხიარულებაა, დიზაინი და სტილი აქ კარგადაა გათვლილი და დაგეგმილი და, ამასთანავე, საინტერესოდ არის შესრულებული – ეს ყველაფერი სასტუმროს პირველმა სტუმრებმა შემოსვლისთანავე იგრძნეს და გაითავისეს“.

„MOXY-ს პრეზენტაცია განსხვავებული და ძალიან ორიგინალური იყო. როგორც კი, ფეხი შევდგი მაშინვე იგრძნობოდა სად მოვხვდი – გართობის, პოზიტიური ენერგიის, ღიმილიანი განწყობის და მძაფრი შეგრძნებების სამყარო. MOXY ჩემთვის ის ადგილია, სადაც ყოველთვის დავბრუნდები, როცა მოწყენილ ხასიათზე ვიქნები და განწყობის რადიკალურად შეცვლის სურვილი გამიჩნდება,“ – განმარტავს ჟურნალი „სარკის“  რედაქტორი ავთო ჩიტიძე.

„MOXY – განუმეორებელი და ულტრათანამედროვე.იმდენად მიმზიდველია, რომ მისი რამდენჯერმე ნახვა და იქ მოხვედრა გინდება. მიღება დასრულდა და იქ მინდა. აღსანიშნავია მისი გამორჩეული მენიუ და ლაღი, სიცოცხლით სავსე პერსონალი! ბევრი სტუმარი და ღიმილი ახალ MOXY-ს,“ – ნათია გედენიძე (პრობაციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)

სპეციალურად მათთვის მოეწყო  გათამაშება, რომლის მეშვეობით გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცა, ერთი ჯადოსნური ღამე, სწორედ ახლადგახსნილ MOXY-ში გაეტარებინა. გათამაშების გამარჯვებული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გადაცემა P.S.-ის პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი გახდა: „მშვენიერი სასტუმროა, პირველად მოვიგე ცხოვრებაში, რასაც საერთოდ არ ველოდი და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. წარმატებები მინდა ვუსურვო სასტუმროს მენეჯმენტს, აუცილებლად გესტუმრებით“.

„სასიამოვნოა, როცა ასეთი დონის სასტუმრო  იხსნება,  რაც ცალსახად ნიშნავს,  რომ ქვეყანაში ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესი  ვითარდება,“ – ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე.

სასტუმროს 130 ოთახი ექნება და ლობი, რომელიც ყველა ძირითადი აქტივობის, სხვადასხვა შეჯიბრის თუ ღონისძიების მთავარი ლოკაციაა. აქ, თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy შეიქმნება. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები.

„MOXY ორიენტირებულია თანამედროვე მოგზაურებზე, რომლებიც  არჩევანს ენერგიულ ექსცენტრიულ ბრენდებზე აკეთებენ. მოგზაურებს ჩვენ ვთავაზობთ კომფორტს და ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ფასებს, ის ხელმისაწვდომი და მიმზიდველია ყველასთვის, რაც MOXY-ს პროდუქტს, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით,  მეტ უპირატესობას სძენს ბაზარზე,“ – განმარტავს თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტ თბილისის, მოქსი თბილისის გენერალური მენეჯერი, კამერონ მაკნილი.

სასტუმროს მიმღების ფუნქცია  ბარმა შეითავსა და მოწვეულ სტუმრებს შემოსვლისთანავე  კოქტეილით გაუმასპინძლდა. ასევე იყო სარელაქსაციო ზონა, უზარმაზარი მაგიდით, სადაც სასტუმროს პირველმა სტუმრებმა განტვირთვა და უგემრიელესი ფურშეტის დაგემოვნებაც  შეძლეს. MOXY-ში ყველა სტუმარს უამრავი თამაშიც შესთავაზეს, რომელსაც მისი კრეატიული, ენერგიული, უკომპრომისო და ექსცენტრიული Crew უძღვებოდა.

„ინტერიერი „სუპერ“! კონცეფცია განსხვავებული და ძალიან საინტერესო. სასტუმროს ნომრები. მყუდრო და მიმზიდველი ჩანაფიქრი. მომხიბვლელია ტერასა და ის, რომ დაბალბიუჯეტიანია. უცხოელ სტუმრებს შევთავაზებდი, მისი ადგილმდებარეობით და ყველა იმ მომსახურებით რაც მე დღეს ვნახე. მხიარული მომსახურე პერსონალი და ხალისიანი აურაა”,- ეკა ვეფხვაძე (სასჯელაღსრულების სამინისტროს პიარ დეპარტამენტი).

„ეს არის პირველი, MOXY ბრენდის სასტუმრო, არამარტო საქართველოსა და კავკასიაში,  არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. მნიშვნელოვანია ასეთი დონის ბრენდების შემოსვლა საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტურისტული ბიზნესის განვითარებას. ამასთან, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას,  მოხდება მათი გადამზადება იმ სტანდარტების შესაბამისად,  რაც მიღებულია „მოქსის“ ქსელში,“ – აღნიშნავს „გეოპლანტის“ კომერციული დირექტორი, მიხეილ ჭკუასელი.

MOXY-ის პირველი სასტუმრო 2014 წლის სექტემბერში, მილანში გაიხსნა.  თბილისში კი, MOXY ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა, აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.

„ჯი-ემ-თი ჯგუფსა” და „მარიოტს” შორის სასტუმრო MOXY–ის მართვის ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ახალ სასტუმროში ინვესტირებული თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს.  მნიშვნელოვანია, რომ „ჯი-ემ-თი ჯგუფს” კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო “ოპიკთან” ერთად საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “ა” კლასის საოფისე ფართი „ჯი-ემ-თი პლაზა”, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” და მთაწმინდის ყოფილი რესტორან “ფუნიკულიორის” აღდგენა – რეკონსტრუქცია.

[R]

განხილვა