საუკუნეების წინ, თურმე, ორბელიანის სახლს სიყვარულის მუზეუმი უწოდეს, რადგან ამ სახლში, ყველაზე მეტი სასიყვარულო ბარათი ინახებოდა. იმდროინდელი შეყვარებულები (ქართველებიც და არაქართველებიც) აქ იმიტომ ტოვებდნენ თავიანთ სამიჯნურო წერილებს, რომ მაშინდელ თბილისში, ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული ისეთი საფოსტო მომსახურება, რომელიც ამდენ სატრფიალო საიდუმლოს შეინახავდა. არადა, მაშინ არც ისე ადვილი იყო შეყვარებულთან საჯაროდ შეხვედრა (თუნდაც მოსალოდნელი ჭორებისა და არასასურველი ხმების გამო). ასე დაერქვა ამ შენობას სიყვარულის მუზეუმი ჯერ კიდევ მაშინ და ალბათ არც ის იყო შემთხვევითი, რომ იმავე მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ტელეგრაფი გაიყვანეს საქართველოში, ტელეგრაფის პირველი სადგური, სწორედ ორბელიანთუბანში მოხდა.

სამი საუკუნის წინ აშენებული ეს გამორჩეული ნაგებობა, რომელიც ათონელზე, ორბელიანის ქუჩაზე მდებარეობს, თავად ორბელიანების საკუთრება იყო. XIX საუკუნეში საქართველოში არ არსებობდა ცნობილი და წარმატებული ადამიანი ვინც ერთხელ მაინც არ სტუმრობდა ორბელიანების სახლს.

აქვე, ამ სასტუმროსთან ძალიან ახლოს, ახლაც არის პატარა ქუჩა,რომელსაც ახლაც ტელეგრაფის ჩიხი ჰქვია და 1858 წლისზაფხულში, სწორედ აქედან გაუგზავნა პირველი დეპეშა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა კაცმა, აგარაკ კოჯორში დასასვენებლად მყოფ, მონატრებულ შეყვარებულს. მოგვიანებით, ზუსტად აქ გაიარა ლონდონი-კალკუტის სატელეგრაფო ხაზმაც და თუნდაც ამიტომ, ვინ იცის, რამდენი მშვენიერი სიყვარულის ისტორია ახსოვს ამ შენობას, სადაც საუკუნეების შემდეგ, ზუსტად გახსნის დღიდან, ტრადიცია აღდგა!

ამ დროისთვის, სასტუმრო მუზეუმი აერთიანებს სასტუმროს 46 ნომერს, ერთ საკონფერენციო დარბაზს და სამ კვების ობიექტს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მუზეუმის ხელახალი მშენებლობის დროს გაითვალისწინეს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შენობას პირვანდელ იერსახეს შეუნარჩუნებდა თავისი განთქმული აივნებით დაარქიტექტურით. ამასთან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სასიყვარულო ბარათის, საჩუქრის, ყვავილების, ნებისმიერი სასტუმრო მუზეუმის სასაჩუქრე ბარათის და სამახსოვრო ტიპის გზავნილის დატოვება. შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი რჩეულისთვის ბარათი, საჩუქარი ან რამე ტიპის მინიშნება და ისინი აუცილებლად მოძებნიან ადრესატს და გადასცემენ თქვენს დანაბარებს, ან კიდევ შეინახავენ მანამ სანამ ის თავად არ გამოჩნდება.
სწორედ ამ სასიამოვნო ისტორიის გამო, სასტუმროს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები და ისინიც სიხარულით ტოვებენ სამახსოვრო შთაბეჭდილებებით სავსე წერილებს.



















