მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ახალი სასტუმრო “ოაზისის” საიმიჯო ვიდეორგოლს! რომელიც სავსეა შთამბეჭდავი კადრებით! იმოგზაურე ჩვენს სამყაროში, აღმოაჩინე ჩვენი სული, იფიქრე ჩვენი ფილოსოფიით! – ჩვენ ვქმნით ოაზისს თქვენთვის!
მარკეტერი სასტუმრო ოაზისის მარკეტინგის მენეჯერს – თამუნა ჩიტაიშვილს ესაუბრა:
გვსურდა უსიტყვოდ, ვიდეოს ნახვისას აღძრული ემოციებითა და შეგრძნებებით, შექმნილი ასოციაციებით მიგვეწოდებინა მესიჯი – „ჩვენ ვქმნით ოაზისს თქვენთვის“. სასტუმრო „ოაზისი“ დაბა ჩაქვში, ბათუმიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ზღვის პირველ ზოლში, 42000 კვ.მ.-ზე გადაჭიმულ 155 ნომრიან კომპლექსში ყველა კომფორტია შექმნილი იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი „ოაზისი“ იპოვოს, განერიდოს ცხოვრების ჩქარ და დაძაბულ რიტმს და გადაეშვას მშვიდ ცურვაში.
ვიდეოს კრეატიული კონცეფცია სასტუმრო „ოაზისის“ მენეჯმენტს ეკუთვნის, ხოლო განხორციელება – ახალგაზრდა და ნიჭიერ პროდიუსერს Yugo Morris-ს.
სასტუმროს FB გვერდი https://www.facebook.com/hoteloasischakvi