19
Jun
2018

საკუთრების მართვის ახალი სისტემის (PMS) სასტუმროს თანამშრომლებისთვის სწავლებას რამდენიმე წუთი სჭირდება

19 Jun 2018

დრო, თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ერთ-ერთი ღირებული ფაქტორია. განსაკუთრებით, თუ საქმე სასტუმროების მართვას ეხება. წარმატებისთვის სტუმრების მიმართ დიდი ყურადღებაა საჭირო. მხოლოდ ასე შეძლებს მფლობელი, კლიენტს პირველი სწორედ მისი ბრენდი გაახსენდეს. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მეტიც – კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეფექტური მენეჯმენტი, რაც თანამშრომლებზე, შიდა პროცესებსა და სტუმრებზე დაკვირვებას და სიტუაციის მართვას გულისხმობს.

სასტუმროს მფლობელები და მენეჯერები, ცდილობენ, ეფექტური მართვისა და სასურველი შედეგების მისაღებად, პროგრესული გადაწყვეტილებები მიიღონ. პრაქტიკულად იმუშაონ, რაც შეიძლება გაამარტივონ და შესაბამისად, გააუმჯობესონ ყოველდღიური პროცედურები. ზუსტად ამ საქმეშია დრო გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან, როგორც წესი, ხელმძღვანელობას უწევს, არჩევანი გააკეთოს საკუთრების მენეჯმენტის ახალ თაობასა და უკვე მოძველებულ, მემკვიდრეობით მიღებულ სისტემებს შორის. ეს კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახერხოს, რომ ბრენდი არ დაზარალდეს.

Property Management System (PMS) ანუ საკუთრების მენეჯმენტის თანამედროვე სისტემით შესაძლებელია  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, შემოსავლების გაზრდა, ხარჯების შემცირება და, რა თქმა უნდა, სტუმრებთან დამოკიდებულების შეცვლა, მათთან კარგი ურთიერთობის დამყარება.

როგორ შეიძლება, PMS-ის საშუალებით, ამ ყველაფრის მიღწევა?!

სასტუმროს კადრების რაოდენობის ზრდა PMS-ის ისეთ ინსტრუმენტებს მოითხოვს, რაც სამსახურში თანამშრომლის აყვანის პროცესს გაამარტივებს

დადასტურებული ფაქტია, რომ სასტუმროების ბიზნესში ხშირია მაღალკვალიფიციური კადრების გადინება, ერთი ბრენდიდან მეორეში გადასვლა. არსებული მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 31% – 34%-ია, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება. თუმცა, არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც, თანამშრომელთა გადინება 50% -ს აღწევს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ინდუსტრიაში დასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდაა. ეს მონაცემები უმნიშვნელო ნამდვილად არ არის, რადგან, როგორც წესი, მათ, ინვესტირების პროცესში, დიდ ყურადღებას აქცევენ.

მემკვიდრეობით მიღებული და ამჟამად არსებული PMS გადაწყვეტილება, ამ შესაძლებლობებს ზღუდავს. როგორც წესი, ძალიან რთული პროცედურებია და დიდ დროს მოითხოვს. ამის გამო, სასტუმროებში, სპეციალური მოწვევით მოდიან ტრენერები და თანამშრომლებს პრობლების კონკრეტულ გადაწყვეტას ასწავლიან. თუმცა, ხშირად, სასტუმროს ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ფაქტობრივად, ინდუსტრიაში პროფესიონალი კადრების პრობლემა, წლებია, სერიოზულად დგას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასტუმროების თანამშრომელთა ასაკი სულ უფრო ახალგაზრდავდება. ისინი გაცილებით უკეთ ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, მარტივად ახდენენ ადაპტირებას, სწრაფად აგვარებენ პრობლემებს, უფროსების ჩარევისა და დახმარების გარეშე, რაც საბოლოო ჯამში, ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, გაცილებით მეტი დრო დაუთმოს მენეჯმენტის უფრო ახალი სისტემის შემუშავებაზე იფიქროს. პრინციპში, ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან, თანამშრომლებისთვის PMS-ის სწავლებას რამდენიმე წუთი სჭირდება და არა დღეები.

ახალი თაობის PMS-ის პროგრამული უზრუნველყოფა ძალიან მარტივია და შექმნილია სასტუმროს მენეჯმენტისთვის აუცილებელი პროცესების მაგალითად, სტუმრების რეგისტრაციის, ტარიფების განსაზღვრის, ჯავშნის მიღების, შიდა მეურნეობის წარმოებისა და ფინანსების ოპტიმიზაციისთვის. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ხელს უწყობს შემოსავლების ზრდასა და ხარჯების შემცირებას. ამ სისტემით მომუშავე თანამშრომლები უფრო ეფექტურები არიან, შესაბამისად, კლიენტები უკეთესი ხარისხის მომსახურებას იღებენ.

მხარი დაუჭირეთ თქვენს თანამშრომლებს PMS-ის მარტივი სისტემით

PMS ინსტრუმენტების სიმარტივე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან თანამშრომლები მას ადვილად ითვისებენ. ამიტომ, სულაც არის გასაკვირი, რომ Capterra-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მას მომსახურების სფეროში არსებული კომპანიების 74% ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემა და ტექნოლოგიები გამოსაყენებლად მარტივი უნდა იყოს, სასტუმროს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს სჭირდებათ სისტემა, რომელიც მარტივად უზრუნველყოფს რეალიზაციას, სწრაფ იმპლემენტაციას და ა.შ.

PMS მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ისეთი ოპერაციები შეასრულოს, რასაც ადრე ვერ ახერხებდა, თანაც ამას მარტივად და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებენ. თუ სისტემა ამ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, ვერც თანამშრომლები იქნებიან ეფექტურები და ვერც მომსახურება იქნება სრულფასოვანი. არა და დღეს, სასტუმროების ბაზარზე დიდი კონკურენცია და შესაბამისად, მაღალი მოთხოვნებია. მაგრამ ამ ყველაფერში თანამშრომლებს ხელმძღვანელობის დახმარება და სამუშაო სისტემის სწორად შერჩევა სჭირდებათ. მხოლოდ ასე შეძლებენ არა მარტო ეფექტურად მუშაობას, გუნდის შიგნით სიტუაციის მართვასა და გაძლიერებას, არამედ გახდებიან უფრო თავდაჯერებულები და მათზე დაკისრებულ მოვალეობასაც უკეთ შეასრულებენ.

მარტივი და მოსახერხებელი PMS სტუმრების მომსახურების ხარისხს გაზრდის 

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, სასტუმროს თანამშრომელთა 70% პროცენტს მიაჩნია, რომ გაუმართავი და მოუწესრიგებელი ტექნოლოგები მათ პროდუქტიულობას აფერხებს და მოტივაციას აკარგვინებს. ეს კი პირდაპირ აისახება კლიენტებთან ურთიერთობაზე, სტუმრებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხზე და შესაბამისად, მათ კმაყოფილებაზე. მაგრამ თუ სისტემა გამართული და მარტივი იქნება, პერსონალი მეტ ყურადღებას დაუთმობს სტუმრებს და გაცილებით უკეთ მოემსახურება მათ, რაც ამ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დასასრულს კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, თუ რატომ არის სასტუმროების მართვის თანამედროვე სისტემა უკეთესი და რატომ უნდა გამოიყენონ ის მენეჯერებმა: PMS მარტივი ასათვისებელია,  მისი იმპლემენტაცია და აწყობა ძალიან სწრაფად ხდება, არის მობილური, ადვილად ინტეგრირებადი და რაც მთავარია, ძალიან სანდო.

წყარო: www.hospitalitynet.org



განხილვა